კარმანის ხაზი
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
კარმანის ხაზი (ან ფონ კარმანის ხაზი) არის სიმაღლე ზღვის დონიდან, რომელიც პირობითად ითვლება, დედამიწის ატმოსფეროსა და კოსმოსის შორის საზღვრად და არის სახელმწიფოების საჰაერო სივრცის საზღვარი.
საერთაშორისო საავიაციო ფედერაციის დადგენილების მიხედვით, კარმანის ხაზი მდებარეობს ზღვის დონიდან 100 კილომეტრის სიმაღლეზე.
სიმაღლეს, უნგრული წარმოშობის ამერიკელი მეცნიერის თეოდორ ფონ კარმანის სახელი ეწოდა. მან პირველმა დაადგინა, რომ დაახლოებით ამ სიმაღლეზე ატმოსფერო იმდენად იშვიათდება, რომ აეროდინამიკური ავიაცია შეუძლებელი ხდება.
დედამიწის ატმოსფერო გრძელდება კარმანის ხაზის მიღმაც. დედამიწის ატმოსფეროს გარე ნაწილი, ეგზოსფერო, ვრცელდება 10000 კილომეტრ სიმაღლეზე. ასეთ სიმაღლეზე ატმოსფერო, ძირითადად, შედგება წყალბადის ატომებისგან, რომლებსაც შეუძლიათ ატმოსფეროდან გასვლა.