კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი
კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი (გერმ. Carl Wilhelm Hübner; დ. 17 ივნისი, 1814, კენიგსბერგი — გ. 5 დეკემბერი, 1879, დიუსელდორფი) — გერმანელი ფერმწერი, დიუსელდორფის სკოლის წარმომადგენელი. სწავლობდა დიუსელდორფის სამხატვრო აკადემიაში ვ. შადოვთან და კ. ზონთან. ცდილობდა ჟანრული სურათებისათვის სოციალური ჟღერადობა მიეცა, მიმართავდა ყოველდღიურობის მტკივნეულ საკითხებს („გადასახლებულებთან დამშვიდობებდა“, 1846 და 1855). ჰიუბნერის ცნობილ ნამუშევარში „სილეზიელი ფეიქრები“ (1844, პაფრატის გალერეა, დიუსელდორფი) რეალისტურად ასახა მუშათა სასტიკი ექსპლუატაცია. ჰიუბნერის შემოქმედებას დიდად აფასებდა ფრიდრიხ ენგელსი.
კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი | |
---|---|
დაიბადა | 17 ივნისი, 1814[1] [2] |
დაბადების ადგილი | კენიგსბერგი |
გარდაიცვალა | 5 დეკემბერი, 1879[1] [2] (65 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | დიუსელდორფი[3] |
ჟანრი | საჟანრო ფერწერა |
ფოტოგალერეა
რედაქტირება-
„მწერალთან (1863)“
-
„სილეზიელი ფეიქრები (1846)“
-
„აკვანთან (1857)“
-
„სასიყვარულო წერილი (1873)“
-
„უსმენენ...(1874)“
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 674.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კარლ ვილჰელმ ჰიუბნერი“ ვიკისაწყობში.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 RKDartists
- ↑ 2.0 2.1 Benezit Dictionary of Artists — OUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
- ↑ Хюбнер Карл Вильгельм // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.