კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი
კარლ-თეოდორ ფრაიხერ ფონ უნდ ცუ გუტენბერგი (გერმ. Karl-Theodor Freiherr von und zu Guttenberg; დ. 5 დეკემბერი, 1971) — გერმანელი პოლიტიკოსი, ბავარიის ქრისტიან-სოციალური კავშირის გენერალური მდივანი (2008-2009), გერმანიის ეკონომიკის მინისტრი (2009), გერმანიის თავდაცვის მინისტრი (2009-2011).
კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი Karl-Theodor zu Guttenberg | |
გერმანიის თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
28 ოქტომბერი, 2009 – 1 მარტი, 2011 | |
კანცლერი | ანგელა მერკელი |
გერმანიის ეკონომიკის მინისტრი | |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
10 თებერვალი, 2009 – 27 ოქტომბერი, 2009 | |
კანცლერი | ანგელა მერკელი |
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
2002 – 2011 | |
დაბადებული | 5 დეკემბერი, 1971 მიუნხენი |
პოლიტიკური პარტია | CSU |
რელიგია | კათოლიკე |
კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი სარგებლობს დიდი პოპულარობით გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში. იგი არის თავადი წარმომავლობით. მისი პოლიტიკური კარიერა დაიწყო გერმანიის ბუნდესტაგში 2002 წელს, მას შემდეგ კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი რჩება პოლიტიკურ არენაზე. ანგელა მერკელმა ეკონომიკის მინისტრობის პერიოდში შესთავაზა თავდაცვის მინისტრის სამსახური.
2011 წლის 1 მარტს იგი ძულებული გახდა გადამდგარიყო თავდაცვის მინისტრის პოსტიდან – გუტენბერგს ბრალი დასდეს პლაგიატში. მანამდე მას ჩამოართვეს სამეცნიერო ხარისხი, მას შემდეგ, რაც გაირკვა, რომ მისი დისერტაციის უდიდესი ნაწილი სხვა წყაროებიდან იყო კოპირებული.[1]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „კარლ-თეოდორ ცუ გუტენბერგი“ ვიკისაწყობში.
- ოფიციალური საიტი (გერმანული)
- CSIS - Karl-Theodor zu Guttenberg
- Spitzberg Partners
- Google Zeitgeist – Europe At The Crossroads