კარლო პონტი (დირიჟორი)

კარლო პონტი (უმცროსი) (იტალ. Carlo Ponti; დ. 29 დეკემბერი, 1968, ჟენევა)[1] — იტალიელი დირიჟორი. ის არის კინოპროდიუსერის კარლო პონტი უფროსის[2] და იტალიელი მსახიობის სოფი ლორენის ვაჟი. ასევე კინორეჟისორ ედოარდო პონტის უფროსი ძმა.

კარლო პონტი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 29 დეკემბერი, 1968 (1968-12-29) (55 წლის)
დაბ. ადგილი ჟენევა, შვეიცარია
წარმოშობა იტალიის დროშა იტალია
საქმიანობა დირიჟორი
საიტი carloponti.com
კარლო პონტი ვიკისაწყობში

ადრეული წლები

რედაქტირება

დაიბადა ჟენევაში (შვეიცარია). პონტი მუშაობდა კონექტიკუტის დირიჟორთა ინსტიტუტში, ჰაროლდ ფარბერმანის ხელმძღვანელობით 1994–96 წლებში, მუშაობდა მელი მეტასთან, ზუბინ მეტასთან და ანდრეი ბორეიკოსთან ლოს-ანჯელესში 1997-99 წლებში. მუსიკალური განათლება განაგრძო ავსტრიაში, ვენის მუსიკალურ სკოლაში, 1999 წლიდან 2001 წლამდე ლეოპოლდ ჰაგერის და ერვინ ასელის ხელმძღვანელობით.[3]

კარლო პონტი საერთაშორისო დონის დირიჟორია და ახალგაზრდა, ნიჭიერი თაობის მუსიკალურ აღზრდაში წვლილის შეტანით სხვადასხვა ჯილდოს მფლობელი გახდა. პონტი 2000 წლიდან 2018 წლამდე რუსეთის ეროვნული ორკესტრის ასოცირებული დირიჟორი იყო. ასევე სან ბერნარდინოს სიმფონიის მუსიკალური დირექტორი და მთავარი დირიჟორი იყო 2001 წლიდან 2013 წლამდე.[3] 2013 წელს მან დააარსა „Los Angeles Virtuosi Orchestra“, ანსამბლი, რომელიც ხაზს უსვამს მუსიკის საგანმანათლებლო ღირებულებას და რომლის სამხატვრო და მუსიკალური ხელმძღვანელია. ლოს ანჯელესის ვირტუოზული ორკესტრი 2023–2024 წლებში მეცხრე საკონცერტო სეზონს ატარებს ლოს ანჯელესში.[4]

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Carlo Ponti - Filmweb pl. ციტირების თარიღი: 2016-08-02.
  2. New York Times. Obituary Carlo Ponti.
  3. 3.0 3.1 Carlo Ponti Homepage. ციტირების თარიღი: 2016-08-02.
  4. Los Angeles Virtuosi Orchestra, 2016. ციტირების თარიღი: 2016-08-02.