კარლო თაბუკაშვილი

კარლო თაბუკაშვილი (დ. 5 აპრილი, 1925, თბილისი — გ. 24 სექტემბერი, 2004) — ქართველი ინჟინერი, მეცნიერი, ტექნიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1991), პროფესორი (1992).

კარლო თაბუკაშვილი
დაბადების თარიღი 5 აპრილი, 1925 (1925-04-05) (99 წლის)
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
ალმა-მატერი საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი

ბიოგრაფია

რედაქტირება

1948 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საინჟინრო-სატრანსპორტო ფაკტულტეტი.

1948–1951 წლებში მუშაობდა ქ. ვლადიმირში წყალმომარაგების სექტორის ინჟინრად. შემდეგ საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის წყალთა მეურნეობის სამეცნიერო-კვლევით უნივერსიტეტში. 1972 წლიდან საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში თეორიული მექანიკის კათედრაზე ეწეოდა პედაგოგიურ საქმიანობას. მისი კვლევები ეხება ჰიდროტექნიკაში ჰიდრავლიკური პრობლემების გადაწყვეტას და მის დანერგვას პრაქტიკაში. კარლო თაბუკაშვილის მიერ გამოკვლეული ჰიდრავლიკური გაანგარიშების მეთოდები შესულია სსრკ-ის წყალთა მეურნეობის საპროექტო უნივერსიტეტების რეკომენდებულ ნორმატივებში. არის მრავალი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ორგანიზაციის წევრი

რედაქტირება
  • საქართველოს საინჟინრო აკადემია, ნამდვილი წევრი (1992-)

ჯილდოები

რედაქტირება
  • 2000 — ღირსების ორდენი

ლიტერატურა

რედაქტირება
  • საქართველო: ენციკლოპედია: ტ.III, თბ., 2014, გვ. 416
  • წიგნი ღირსებისა: ტ. 5 / შემდგ.: ყიფიანი თ., (რედ.), გაჩეჩილაძე თ., სიმონიშვილი გ., თბ., 2003, გვ. 112

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება