კარიმუნჯავის ეროვნული პარკი

კარიმუნჯავა (ინდონ. Taman Nasional Karimunjawa) — ეროვნული საზღვაო პარკი ინდონეზიაში. მდებარეობს კარიმუნჯავის არქიპელაგზე; ადმინისტრაციულად მიეკუთვნება ცენტრალური იავის პროვინციას. ეროვნული პარკი 2001 წელს ოფიციალურად გამოცხადდა საზღვაო დაცულ ტერიტორიად.

კარიმუნჯავის ეროვნული პარკი

Taman Nasional Karimunjawa

IUCN კატეგორია II (ეროვნული პარკი)
მდებარეობა ინდონეზიის დროშა ინდონეზია, კუნძული იავა
კოორდინატები 5°49′ ს. გ. 110°24′ ა. გ. / 5.817° ს. გ. 110.400° ა. გ. / -5.817; 110.400
ფართობი 110 117 ჰა
დაარსდა 2001
სტუმრობა 1 951[1] (2007)
მმართველი ორგანო ინდონეზიის სატყეო სამინისტრო

კარიმუნჯავა საკმაოდ პოპულარულია ტურისტებს შორის, რომლებსაც იზიდავს თეთრქვიშიანი პლაჟები, სუფთა მარჯნის რიფები, ბორცვიან რელიეფში გამავალი ბილიკები და ადგილობრივი საზოგადოების ტრადიციები.

არქიპელაგის ზღვის ბიომრავალფეროვნება, ძველი, უნიკალური ტყეები მრავალ მკვლევარს იზიდავს. ჰოლანდიურ კოლონიურ ხანაში კვლევებს აწარმოებდა ბევრი ჰოლანდიელი ბოტანიკოსი.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება