კარიერი (ფრანგ. carrière < გვიანდ. ლათ. quarraria, quadraria – ქვის სამტეხლო) — სამთო საწარმო, სადაც საბადოს დამუშავების ღია მეთოდით მოიპოვებენ ნახშირს, მადანს ან არამადნეულ სასარგებლო წიაღისეულს. თანამედროვე კარიერში ყველა სამთო სამუშაო (ქანებისა და სასარგებლო წიაღისეულის ამოღება, ტრანსპორტირება და სხვ.) მექანიზებულია.

მარმარილოს კარიერი

კარიერიდან იღებენ ქვას, ქვიშას, თიხას და სხვ. კარიერის მთავარი საწარმოო ტექნიკური ელემენტებია საფეხურები, მისადგომები, სპირაჯოები და ბლოკები. ქანებსა და სასარგებლო წიაღისეულს ყოფენ ჰორიზონტალურ შრეებად, შრეებს კი — საფეხურებად. დამუშავებას იწყებენ ზედა საფეხურებიდან; ამოღების პროცესი მიმდინარეობს თანამიმდევრული ზოლების — სპირაჯოების მიხედვით.

სანგრევიდან სასარგებლო წიაღისეულის მიწის ზედაპირზე ამოსატანად კარიერში დახრილი კაპიტალური ტრანშეებია გაყვანილი.

ქანის ტიპები

რედაქტირება

კარიერიდან ამოაქვთ სხვადასხვა ტიპის ქანები:

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 405.
  • Кулешов Н. А., Анистратов Ю. И., Технология открытых горных работ, М., 1968.