კარეტის ხიდი (რუს. Каретный мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ფრუნზეს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 45,1 მეტრი, ხოლო სიგანე — 32,1 მეტრი.

კარეტის ხიდი
რუს. Каретный мост
საერთო ხედი
საერთო ხედი
კოორდინატები: 59°54′51″ ჩ. გ. 30°21′35″ ა. გ. / 59.91417° ჩ. გ. 30.35972° ა. გ. / 59.91417; 30.35972
ქვეყანა რუსეთის დროშა რუსეთი
ადგილმდებარეობა სანქტ-პეტერბურგი
გამოყენების სფერო საფეხმავლო, საავტომობილო
გადებულია შემოვლითი არხი
სიგრძე 45,1 
სიგანე 32,1 
გზის ხაზების რაოდენობა 4
გახსნის თარიღი 2009 წ.
რეკონსტრუქცია 2011 წ.
კარეტის ხიდი — რუსეთი
კარეტის ხიდი
კარეტის ხიდი — სანქტ-პეტერბურგი
კარეტის ხიდი
სურათები ვიკისაწყობში

მდებარეობა

რედაქტირება

მდებარეობს დნეპროპეტროვსკის ქუჩის დასაწყისში. ხიდთან ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ავტოსადგური.

დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს ამერიკული ხიდი, ხოლო ქვემოთ — პრედტეჩენის ხიდი.

უახლოესი მეტროს სადგურია „შემოვლითი არხი“.

სახელწოდება

რედაქტირება

ხიდის საპროექტო სახელწოდება იყო დნეპროპეტროვსკის ხიდი, რომელიც მოდიოდა დნეპროპეტროვსკის ქუჩიდან, მაგრამ სანქტ-პეტერბურგის ტოპონიმიკურმა კომისიამ ვარიანტი „დნეპროპეტროვსკი“ არასაინტერესოდ მიიჩნია და წინადადება წამოაყენა ეწოდებინათ კარეტის ხიდი, აქ, XIX საუკუნეში განთავსებული ისტორიული რაიონის მიხედვით[1]. 2012 წლის 27 ივლისიდან სახელწოდება ოფიციალურად მიენიჭა[2].

ხიდი შენდებოდა 2009-2011 წლებში ამერიკული ხიდის რეკონსტრუქციისა და შემოვლითი არხის სამხრეთი სანაპიროს სატრანსპორტო მაგისტრალის მშენებლობის პროექტის ფარგლებში. ხიდის მშენებლობის დამკვეთი იყო სანქტ-პეტერბურგის კეთილმოწყობისა და ხიდების მეურნეობის კომიტეტის ადმინისტრაცია. ხიდის პროექტი შეიმუშავეს „ინჟტექნოლოგიის“ ინსტიტუტში (პროექტის მთავარი ინჟინერი — ე. ა. სამუსევა)[3]. სამუშაო დოკუმენტაცია მოამზადა „მშენებელპროექტის“ ინსტიტუტმა (ინჟინერი ტ. ი. გურევიჩი). ხიდის საზეიმო გახსნა გაიმართა 2011 წლის 21 ნოემბერს[4].

კონსტრუქცია

რედაქტირება

ხიდი ერთმალიანია, მისი სიგრძეა 45,1 მ, ხოლო სიგანე – 32,1 მეტრი (აქედან სავალი ნაწილის სიგანეა 23 მეტრი და ორი ტროტუარისა 1,5-1,5 მეტრი).

ხიდი გამოიყენება ავტოტრანსპორტისა და ფეხით მოსიარულეებისათვის. სავალი ნაწილი ოთხი ზოლისაგან შედგება. სავალი ნაწილიც და ტროტუარებიც ასფალტ-ბეტონითაა მოპირკეთებული. ტროტუარები სავალი ნაწილისაგან გამოყოფილია მაღალი მეტალის პარაპეტებით.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • ЗАО «Институт «Стройпроект». История в проектах, 1990—2010. — 2010. — 116 с. — 1500 экз.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება