პრედტეჩენის ხიდი
პრედტეჩენის ხიდი (რუს. Предтеченский мост) — საფეხმავლო და საავტომობილო ხიდი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ფრუნზეს რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის მარცხენა სანაპიროს. ხიდის სიგრძეა 47,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი.
პრედტეჩენის ხიდი რუს. Предтеченский мост | |
---|---|
საერთო ხედი | |
კოორდინატები: 59°54′52″ ჩ. გ. 30°21′18″ ა. გ. / 59.91444° ჩ. გ. 30.35500° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
გამოყენების სფერო | საფეხმავლო, საავტომობილო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
მასალა | რკინა-ბეტონი |
სიგრძე | 47,7 მ |
სიგანე | 27 მ |
გზის ხაზების რაოდენობა | 4 |
გახსნის თარიღი | 1887 წ. |
რეკონსტრუქცია | 1909, 1962-1963 წწ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებაერთმანეთთან აკავშირებს ტამბოვის ქუჩასა და ჩერნიახოვსკის ქუჩას. ხიდთან ახლოს მდებარეობს სანქტ-პეტერბურგის ავტოსადგური.
დინების ზემო მიმართულებით მდებარეობს კარეტის ხიდი, ხოლო ქვემოთ — ნოვო-კამენის ხიდი.
უახლოესი მეტროს სადგურია „შემოვლითი არხი“.
სახელწოდება
რედაქტირებახიდმა ოფიციალური სახელწოდება მიიღო 1909 წელს პრედტეჩენის ქუჩის (ამჟამად ჩერნიახოვსკის ქუჩა) სახელწოდებიდან გამომდინარე.
ისტორია
რედაქტირება1887 წელს ამ ადგილზე ააგეს ხის სამმალიანი საფეხმავლო ხიდი. 1908 წელს ხიდი გადააკეთეს.
ამჟამად მოქმედი ხიდი შენდებოდა 1962 წლიდან 1963 წლამდე პროექტის მიხედვით, რომელიც შეიმუშავა „Ленгипроинжпроект“-ის ინსტიტუტის ინჟინერმა ე. ა. ბოლტუნოვმა და არქიტექტორმა ლ. ა. ნოსკოვმა.
კონსტრუქცია
რედაქტირებახიდი ერთმალიანია და აგებულია რკინა-ბეტონით. ხიდის სიგრძეა 47,7 მეტრი, ხოლო სიგანე — 27 მეტრი, ტროტუარების სიგანეა 3-3 მეტრი.
ხიდი განკუთვნილია საფეხმავლო და საავტომობილო მოძრაობებისათვის. საავტომობილო გზა შედგება ოთხი ზოლისაგან. სავალი ნაწილი და ტროტუარები ასფალტ-ბეტონისაა.
ლიტერატურა
რედაქტირება- Новиков Ю. В. Мосты и набережные Ленинграда / Сост. П. П. Степнов. — Л.: Лениздат, 1991. — 320 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Ленинграда. — 3-е изд., испр. и доп. — Л.: Лениздат, 1985. — С. 471. — 511 с.
- Горбачевич К. С., Хабло Е. П. Почему так названы? О происхождении названий улиц, площадей, островов, рек и мостов Санкт-Петербурга. — 4-е изд., перераб. — СПб.: Норинт, 1996. — С. 333. — 359 с. — ISBN 5-7711-0002-1.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Предтеченский мост //СПб ГБУ «Мостотрест»