ამერიკული ხიდი
ამერიკული ხიდი (რუს. Американский мост) — სარკინიგზო ხიდების ჯგუფი შემოვლით არხზე, სანქტ-პეტერბურგში, ცენტრალურ და ნევის რაიონში. ერთმანეთთან აკავშირებს უსახელო კუნძულსა და შემოვლითი არხის გავლით მდინარე ნევის მარცხენა სანაპიროს. 2008 წლის 31 დეკემბრამდე ერქვა ნიკოლაევსკის სარკინიგზო ხიდი.
ამერიკული ხიდი რუს. Американский мост | |
---|---|
ხიდი XIX საუკუნის შუა წლებში | |
კოორდინატები: 59°54′50″ ჩ. გ. 30°22′02″ ა. გ. / 59.91389° ჩ. გ. 30.36722° ა. გ. | |
ქვეყანა | რუსეთი |
ადგილმდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
ისტორიული სახელწოდება | ნიკოლაევსკის ხიდი |
გამოყენების სფერო | სარკინიგზო |
გადებულია | შემოვლითი არხი |
კონსტრუქციის ტიპი | ერთმალიანი |
გახსნის თარიღი | 1897 წ. |
სურათები ვიკისაწყობში |
მდებარეობა
რედაქტირებახიდები მდებარეობს ოქტომბრის რკინიგზის მოსკოვის ხაზზე, მოსკოვის ვაგზალთან ახლოს. ჩრდილოეთის მხარეს მდებარეობს სადგური სანქტ-პეტერბურგი-მთავარი და სალოკომოტივო დეპო სანქტ-პეტერბურგი-სამგზავრო-მოსკოვსკი, სამხრეთით კი — სადგური სანქტ-პეტერბურგი-სატვირთო-მოსკოვსკი და სამგზავრო დეპო სანქტ-პეტერბურგო-მოსკოვსკი.
უახლოესი მეტროს სადგურებია (1,5 კმ) „ლიგოვსკის პროსპექტი“ და „შემოვლითი არხი“.
სახელწოდება და ნუმერაცია
რედაქტირებამშენებლობის პროცესში პირველ ხიდს უწოდეს ამერიკული ხიდი თავისი კონსტრუქციიდან გამომდინარე. მოგვიანებით სხვა ხიდების მშენებლობის პერიოდში სახელწოდება მათზეც ვრცელდებოდა.
ოფიციალურად ქალაქის რეესტრში ხუთივე ხიდს ეწოდებოდა ნიკოლაევსკის რკინიგზის ხიდი (მოსკოვის ვაგზლისა და ოქტომბრის რკინიგზის ადრინდელი სახელის მიხედვით), მაგრამ 2008 წლის 31 დეკემბერს სანქტ-პეტერბურგის მთავრობის გადაწყვეტილებით ხიდებს ეწოდა ამერიკული ხიდი, რადგან ხიდებს დაარსებიდან თითქმის მთელი პერიოდი ერქვა ამერიკული ხიდი. ტოპონიმების ერთიან სიაში განმარტებულია, რომ ხიდს ეწოდება ამერიკული ხიდი და არა ამერიკული ხიდები.
ხიდები დანომრილია დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით: А, Е, Б, პირველი ამერიკული ხიდი და მეორე ამერიკული ხიდი.
ისტორია
რედაქტირებახიდები ააგეს 1840-იან წლებში პეტერბურგ-მოსკოვის რკინიგზის მშენებლობის ფარგლებში. ყოველი ხიდი სხვავასხვა კონსტრუქციისა იყო. ერთი ხუთმალიანი იყო, ხოლო მეორე — სამმალიანი. ხიდების მშენებლობის ხელმძღვანელი იყო ამერიკელი ინჟინერი ჯორჯ ვაშინგტონ უისტლერი.
შემოვლით არხზე უისტლერმა ხიდი ააგო გაუ-ჟურავსკის სისტემით. 1869 წელს მიიღეს გადაწყვტილება შეეცვალათ ხის ხიდი მეტალის კონსტრუქციით. საპროექტო სამუშაოებს სათავეში ჩაუდგა ინჟინერი, ხიდმშენებელი ნიკოლაი ბელელიუბსკი.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- Николаевский железнодорожный мост в СПИГ
- Статья «Петербургские „американцы“» დაარქივებული 2018-08-28 საიტზე Wayback Machine. — на сайте «Помогаем преодолевать трудности»