კარეკინ ბასტანჯიანი

კარეკინ არუთინის ძე ბასტანჯიანი (დ. 1907) — აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი.

ბიოგრაფია

რედაქტირება

კარეკინ ბასტანჯიანი დაიბადა 1907 წელს ღარიბი გლეხის ოჯახში. გაუსაძლისი ცხოვრების გამო ბასტანჯიანის ოჯახს მოუწია ზემო ეშერის მცირე მეურნეობა დაეტოვებინა და გადასულიყო მაიკოპის რაიონში. აფხაზეთში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ ბრუნდება თავის სოფელს, სადაც მეთამბაქეობას ეწეოდა.

1931 წელს კარეკინ ბასტანჯიანი ოჯახთან ერთად გაგრის რაიონის სოფელ ალახაძიში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც 1934 წელს ორჯონიკიძის სახელობის კოლმეუნეობაში შევიდა. მუშაობის პირველ წელსვე დაამყარა თამბაქოს აცმის რეკორდი. ბასტანჯიანმა თავისი მეთოდი სხვა კოლმეურნეობებსაც გაუზიარა, რითაც ხელი შეუწყო შრომის ნაყოფიერების ზრდას. თავისი გამოცდილების გაზიარებისათვის ბასტანჯიანი არაერთხელ იქნა დაჯილდოვებული.

კარეკინ ბასტანჯიანი არჩეული იყო აფხაზეთის ასსრ-ის ცაკის წევრად.

სწავლობდა გუდაუთის მეთამბაქეობის ტექნიკუმში.

1938 წლის აფხაზეთის ასსრ-ის უმაღლესი საბჭოს არჩევნებზე რეგისტრირებული იყო აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოების დეპუტატობის კანდიდატად გაგრის რაიონის ხრისტოფოროვოს №20 საარჩევნო ოლქში, რომლის შედეგადაც ის არჩეულ იქნა აფხაზეთის ასსრ-ის I მოწვევის უმაღლესი საბჭოს დეპუტატად.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • გაზ. „საბჭოთა აფხაზეთი“, №114 (212), 21 მაისი, 1938