კარდანახის ობელისკი
კარდანახის ობელისკი — მონუმენტური ხელოვნების ძეგლი მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კარდანახის სამხრეთ-დასავლეთით ცენტრიდან 2 კილომეტრზე მაღალ გორაკზე. გაიხსნა 1966 წელს. დაბალი, სამსაფეხურიან კვადრატულ (2.5×2,5 მეტრი) ცოკოლზე დგას ბეტონის ოთხწახნაგა კვარცხლბეკის სამ წახნაგში ჩასმულია თეთრი მარმარილოს თითო ფილა. წინა მხარეს ჩასმულ ფილაზე არსებული წარწერის მიხედვით ობელისკი დაიდგა 1966 წელს კარდანახის საბავშვო სახლის აღსაზრდელების მიერ ომში (1941-1945 წლებში) დაღუპულ გურჯაანის რაიონის მასწავლებელთა უკვდავსაყოფად. გვერდის წახნაგებში ჩასმულ ფილებზე კი ამოკვეთილია ილია ჭავჭავაძის და გრიგოლ ორბელიანის ლექსების თითო სტროფი.
ლიტერატურა
რედაქტირება- მარკოზაშვილი თ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 166.