კარგილი ― ქალაქი ინდოეთის მიერ ადმინისტრირებადი ლადექის ტერიტორიაზე, ქაშმირის კონფლიქტურ რეგიონში. არის ინდოეთის ადმინისტრირებადი მოკავშირე ტერიტორიის, ლადექის დედაქალაქი და კარგილის რაიონის ადმინისტრაციული ცენტრი. იგი მეორე უდიდესი ქალაქია ლადექში, ლეჰის შემდეგ.[1] კარგილი სრინაგარიდან 204 კმ-ით აღმოსავლეთით, ხოლო ლეჰიდან 234 კმ-ით დასავლეთით მდებარეობს. გაშლილია მდინარე სურუსა და ვახა-რონგის შესართავის სანაპიროზე.

დასახლებული პუნქტი
კარგილი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
კოორდინატები 34°33′34″ ჩ. გ. 76°07′32″ ა. გ. / 34.55944° ჩ. გ. 76.12556° ა. გ. / 34.55944; 76.12556
დაარსდა 1 ივლისი, 1979
ფართობი 14086 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 2676±1 მეტრი
სასაათო სარტყელი UTC+05:30
სატელეფონო კოდი 1985
საფოსტო ინდექსი 194103
ოფიციალური საიტი https://kargil.nic.in
კარგილი — ინდოეთი
კარგილი

ეტიმოლოგია

რედაქტირება

ლადექის ქრონიკებში მოხსენიებული კარგილის სახელი ვაილიზე ტრანსლიტერირდება როგორც dkar skyil.[2] სიტყვა შეიძლება აღნიშნავდეს ნათელ ან ჯანსაღ ტერიტორიას.[3]

ვაილის ტრანსლიტერაციის მიხედვით, თანამედროვე გაზეთებში ქალაქის სახელი გამოითქმის როგორც dkar `khyi.[4] იგი შეიძლება აღნიშნავდეს ნათელ ან მთის სასარგებლო ამფითეატრს.[5] ფრაზა ხშირად გვხვდება ტიბეტურ ლიტერატურაში.

კარგილის მკვიდრები ქალაქის სახელის წარმოშობას Khar-სა (ფორტი) და rkil-ს (ცენტრი) უკავშირებენ, რაც მრავალ ფორტს შორის ცენტრალურ მდებარეობაზე მიანიშნებს.[6] რადჰიკა გუპტა მიიჩნევს, რომ ეს შესაფერისი აღწერაა იმ ადგილისთვის, რომელიც თანაბარი მანძილითაა დაშორებული სრინაგარიდან, ლეჰიდან და სკარდუდან.[6]

მდებარეობა

რედაქტირება
 
კარგილის მდებარეობა ქაშმირთან, ბალტისტანთან და ლეჰთან მიმართებით

კარგილი მდინარეთა რამდენიმე ხეობის შესართავთან მდებარეობს: ჩრდილოეთითა და სამხრეთით მდინარე სურუს ხეობა მდებარეობს, სამხრეთ-აღმოსავლეთით ― ვახა-რონგის ხეობა, ხოლო აღმოსავლეთით ― სოდის ხეობა. ჩრდილოეთით, მცირე მანძილის დაშორებით მდებარეობს მდინარე დრასის ხეობა, რომელიც სურუს ხეობიდან იშლება და ზოჯი-ძაის გასასვლელისა და ქაშმირისკენ მიუყვება. შესაბამისად, კარგილი ქაშმირის, ლადექისა და ბალტისტანის მარშრუტების გზაჯვარედინზე მდებარეობს.

მკვლევარ ჯანეტ რიზვის აზრით, ინდის ხეობა მაროლსა და დაჰს შორის ვიწრო კანიონს წარმოადგენს და თანამედროვე ხანამდე მარტივად გასავლელი არ იყო. სწორედ ამიტომ, ჩვეულებრივ, ბალტისტანსა და ლეჰს შორის სავაჭრო გზა სურუს ხეობისა და ვახა-რონგის გავლით კარგილზე გადიოდა.[7][8]

ინდოეთის გაყოფისა და ქაშმირის პირველი ომის შემდეგ ბალტისტანი პაკისტანის დაქვემდებარებაში გადავიდა. კონფლიქტის ბოლოს მწვერვალი 13620, რომელიც კარგილს გადმოჰყურებს და სრინაგარი-ლეჰის მაგისტრალი პაკისტანის დაქვემდებარებაში აღმოჩნდა. ინდოეთ-პაკისტანის 1971 წლის ომის დროს ინდოეთის სამხედრო ძალებმა კონტროლის ხაზის ჩრდილოეთით გადაწევა მოახერხეს, რითის კარგილის უსაფრთხოება უფრო უზრუნველყვეს. ამ ზეწოლის შემდეგ მნიშვნელოვანი სოფელი ჰუნდერმანი ინდოეთის კონტროლქვეშ აღმოჩნდა.

დამოუკიდებელი ინდოეთი

რედაქტირება
 
კარგილის ომის მემორიალი

ინდოეთის პაკისტანის პირველი ომის შემდეგ ცეცხლის შეწყვეტის ხაზის შედეგად ლადექის ვაზარათი გაიყო და კარგილისა და ლეჰის თეჰსილები ინდოეთის მხარეს აღმოჩნდა, ხოლო სკარდუს თეჰსილი ― პაკისტანის მხარეს. ინდოეთის მხარს დარჩენილი ორი თეჰსილი მალე რაიონად გამოცხადდა, ხოლო ლადექი ჯამუსა და ქაშმირის დანაყოფებთან ერთად ჯამუ და ქაშმირის შტატის დანაყოფად (დივიზიად) გამოცხადდა. პაკისტანმა სკარდუს თეჰსილს ბალტისტანი უწოდა და რამდენიმე რაიონად დაყო.

ინდოეთ-პაკისტანის მესამე ომის შემდეგ მხარეებმა სიმლის შეთანხმებას მოაწერეს ხელი, რის შემდეგაც ცეცხლის შეწყვეტის ხაზი ნაწილობრივ შეიცვალა კონტროლის ხაზად ჩამოყალიბდა.[9]

გეოგრაფია

რედაქტირება
 
კარგილის ხედი

კარგილის საშუალოდ სიმაღლე ზღვის დონიდან 2 676 მეტრზე მდებარეობს. გაშენებულია მდინარე სურუს სანაპიროებზე. იგი სრინაგარიდან 205 კმ-ითაა დაშორებული.[10] ჰიმალაების სხვა ტერიტორიების მსგავსად, კარგილს კლიმატი ზომიერია. ზაფხული ცელია ცივი ღამეებით, ხოლო ზამთარი გრძელი და სუსხიანია, რომლის დროსაც ტემპერატურა −20 °C-ზე (−4 °F) დაბლა ეცემა.[11]

დემოგრაფია

რედაქტირება

2011 წლის აღწერის მიხედვით, კარგილის მოსახლეობა 16 338 ადამიანს შეადგენს. მოსახლეობის უმრავლესობა (11 496 ადამიანი) რეგისტრირებულ ტომებს მიეკუთვნება. მოსახლეობის 75%-მა იცის წერა-კითხვა.[12]

კარგილის მოსახლეობის უმრავლესობა (77.56%) ისლამის მიმდევარია. მეორე უდიდეს რელიგიურ ჯგუფს (19.21%) ინდუიზმის მიმდევრები წარმოადგენენ. ბუდისტები მოსახლეობის 0.54%-ს, ხოლო სიქიზმის მიმდევრები 2.2%-ს შეადგენენ.[13]

ტრანსპორტი

რედაქტირება

ქალაქიდან 8 კმ-ის დაშორებით მდებარეობს კარგილის აეროპორტი, რომელიც სრულად არ ფუნქციონირებს. აეროპორტი შეტანილია ე.წ. UDAN სქემაში და სამომავლოდ სრულად ამოქმედება იგეგმება. უახლოესი ფუნქციონირებადი აეროპორტია სრინაგარის საერთაშორისო აეროპორტი.

რკინიგზა

რედაქტირება

კარგილი ინდოეთის სხვა ქალაქებთან რკინიგზით ჯერ კიდევ არ არის დაკავშირებული. იგეგმება სრინაგარი-კარგილი-ლეჰის რკინიგზის ხაზის გაყვანა, რომელის სრინაგარს კარგილის გავლით ლეჰთან დააკავშირებს. უახლოესი მთავარი სარკინიგზო სადგური ჯამუ-ტავის სარკინიგზო სადგურია, რომელიც 472 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

ბიბლიოგრაფია

რედაქტირება

დამატებითი საკითხავი

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. Osada et al (2000), p. 298.
  2. Francke, August Hermann (1926). Antiquities of Indian Tibet, Part 2. Calcutta: Superintendent Government Printing, გვ. 128. 
  3. THL Tibetan to English Translation Tool, The Tibetan & Himalayan Library. Term: "dkar skyil".
  4. Martin, Dan (1991), The Emergence of Bon and the Tibetan Polemical Tradition, Indiana University, p. 280, note 128, https://books.google.com/books?id=vucKAAAAYAAJ; See also Gyeltsen, Jamyang (2020), dgon rabs kun gsal nyi snang /, Library of Tibetan Works and Archives, p. xx, ISBN 9789390752270, https://books.google.com/books?id=5NBBEAAAQBAJ&pg=PR20
  5. THL Tibetan to English Translation Tool, The Tibetan & Himalayan Library. Term: "dkar 'khyil".
  6. 6.0 6.1 Radhika Gupta, Allegiance and Alienation (2013), p. 49.
  7. Rizvi, Ladakh: Crossroads of High Asia (1996), pp. 19–20.
  8. Rizvi, Janet; Kakpori, G. M. (Summer 1988), "Lost kingdoms of the gold-digging ants (Review of L'or des fourmis: La découverte de l'Eldorado grec au Tibet by Michel Peissel)", India International Centre Quarterly 15 (2): 131–147
  9. Cheema, Pervaiz Iqbal (2003). The Armed Forces of Pakistan. Allen & Unwin. ISBN 1-86508-119-1.  Pg 4
  10. Profile of Kargil District დაარქივებული 18 May 2009 საიტზე Wayback Machine. Official website of Kargil District
  11. Climate & Soil conditions. Official website of Kargil District. ციტირების თარიღი: 2009-05-20
  12. District Census Handbook: Kargil, Directorate of Census Operations, 2011, pp. 22–23
  13. Kargil City Population. Census India. ციტირების თარიღი: 22 September 2020