კარაკარები
კარაკარები (ლათ. Polyborinae, Caracarinae) — ფრინველთა ქვეოჯახი შავარდნისებრთა ოჯახისა. ნამდვილი შავარდნებისაგან განსხვავებით არ გააჩნიათ კბილები ქვედა ნისკარტზე, ლოყები და ზოგჯერ ყელი ტიტველია ან მსუბუქად არის შებუმბლული. ფრთები ბლაგვია, გალო გრძელი, კლანჭები სუსტი. ფრენენ შედარებით ცუდად, მაგრამ სწრაფად დარბიან და უპირატესად მიწაზე იმყოფებიან. მწერიჭამიები ან ყოვლისმჭამელები არიან; ხშირად ლეშით იკვებებიან. გავრცელებული არიან ამერიკაში (აშშ-ის სამხრეთიდან ცეცხლოვან მიწამდე). ცნობილია 5 გვარის 10–11 სახეობა. ტიპური სახეობა — ჩვეულებრივი კარაკარა (Caracara plancus); მისი სხეულის სიგრძეა დაახლ. 70 სმ, ზურგის მხარე შავ-მურაა ღია განივი ზოლებით, თავზე ქოჩორი აქვს. ბინადრობს ღია ვაკე ადგილებში. ბუდობს ბუჩქებზე, დებს 2–3 კვერცხს, ინკუბაცია 28 დღე-ღამე გრძელდება.
კარაკარები | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მთის კარაკარა (Phalcoboenus megalopterus) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Polyborinae (Bonaparte, 1838) Caracarinae (d’Orbigny, 1837) | |||||||||||||
|
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კარაკარები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)