კაპუეტა (ლათ. Agropyron) — მრავალწლოვან მცენარეთა გვარი (მარცვლოვანთა ოჯახი). საქართველოში 2 სახეობიდან უფრო გავრცელებულია Agropyron pectinatum აქვს ფუნჯა ფესვი, თავთავი ყვავილედი, უცხო ან მოკლე ფხიანი. ნაყოფი — მოგრძო მარცვალა. თავთავის ფორმის მიხედვით განასხვავებენ ვიწროთავთავიანებს და ფართოთავთავიანებს.

კაპუეტა

მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Agropyron

საკმაოდ გავრცელებულია, ხარობს ველად, მშრალ მდელოებზე. ზამთარ- და გვალვაგამძლეა, იყენებენ ხელოვნური მდელოების შესაქმნელად როგორც ბალახნარევების კომპონენტს. კარგად იზრდება მსუბუქ თიხნარებზე, ქვიშიან და ქვიშნარ ნიადაგებზე. მწვანე მასა და თივა სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა საუკეთესო საკვებია, თიბავენ წელიწადში ერთხელ დათავთავების დროს, დიდ მოსავალს იძლევა მე-3—4 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება