კაპსიური კულტურა
კაპსიური კულტურა — ძვ. წ. IX—V ათასწლეულის ხმელთაშუაზღვისპირული მეზოლითური არქეოლოგიური კულტურა (მაღრიბული კულტურა).
არტეფაქტები და ანალიზი
რედაქტირებასახელი ეწოდა ტუნისის ქ. გაფსას (კაპსას) სიახლოვეს მდებარე სადგურის მიხედვით.
კულტურა პირველად აღმოჩნდა ტუნისში. ის ცვლის ორანულ კულტყრას. ძირითადი საქმიანობაა ნადორიბა და სემგროვებლობა (სადგურის სიახლოვეს აღმოჩენილია ლოკოკინას ნიჟარები) კაპსიელებმა პირველებმა დაიწყეს მშვილდ-ისრის გამოყენება ჩრდილოეთ ევროპელებისაგან განსხვავებით. ნაპოვნია სირაქლემას კვერცხის ორნამენტული ჭურჭლი. ამ კულტურის მატარებლებმა დატოვეს ჩრდილოეთ აფრიკასა და აღმოსავლეთ ესპანეთში კლდის წარწერები. ქვის იარაღი, ძირითადად, კაჟის. იარაღზე გამოყვანილია გეომეტრიული ფორმები. გვიანპალეოლითური და მეზოლიური არტეფაქტების ხასიათი და გაფორმება, მახასიათებლები მიუთითებს როგორც გეოგრაფიული პირობების მსგავსებაზე, ასევე, ამ კულტურების მატარებელი ხალხების მჭიდრო კავშირებზე.
ანთროპოლოგიური სახე
რედაქტირებაკაპსიელები მიეკუთვნებიან ევროპეიდული რასის ხმელთაშუაზღვისპირულ განშტოებას.
ინგლისელი მეცნიერები თვლიან, რომ კაპსიელები მიეკუთვნებიან თანამედროვე ჰომო საპიენსის ტიპს და ორ რასად იყოფიან:
- პროტო-ხმელთაშუაზღვისპირული
- მეხტოიდები