კაპის მთები
კაპის მთები (ინგლ. Cape Range) — მთები აფრიკის სამხრეთ ნაწილში, სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, პორტ-ელიზაბეთსა (აღმოსავლეთით) და მდინარე ოლიფანტსის შესართავს (დასავლეთით) შორის. სიგრძე დაახლოებით 800 კმ. შედგება რამდენიმე პარალელური ქედისაგან. საშუალო სიმაღლე — 1500 მ, მაქსიმალური — 2326 მ. აგებულია ქვიშაქვებით და კვარციტებით. მთებს შორის მოქცეულია გასწვრივი დადაბლება — მცირე კარუ. ჰავა დასავლეთით ხმელთაშუა ზღვის ტიპისაა. ნალექები ქარპირა კალთებზე წელიწადში 600 მმ-ზე მეტი მოდის, აღმოსავლეთით — 800 მმ-ზე მეტი. ზამთარში მწვერვალები თოვლით იფარება. ზაფხული მშრალია. ქარზურგა კალთებზე და შიგა ხეობებში ნახევარუდაბნოა. მთის კალთებზე მარადმწვანე მეორეული ბუჩქნარი და წიწვოვან-ფოთლოვანი ტყეა.
კაპის მთები | |
---|---|
კაპის მთები | |
კოორდინატები: 32°41′ ს. გ. 23°06′ ა. გ. / 32.683° ს. გ. 23.100° ა. გ. | |
ქვეყანა | სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა |
სიმაღლე | 2326 მ |
სიგრძე | 800 კმ |
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კაპის მთები — სტატია დიდი რუსული ენციკლოპედიიდან (რუსული)