კანჩენჯანგის ეროვნული პარკი

კანჩენჯანგის ეროვნული პარკი — ბიოსფერული ნაკრძალი, მდებარეობს ინდოეთის ჩრდილო-დასავლეთით შტატ სიკიმში, ნეპალის საზღვართან.

კანჩენჯანგის ეროვნული პარკი*
იუნესკოს მსოფლიო
მემკვიდრეობის ძეგლი
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტიპი შერეული
კრიტერიუმები iii, vi, vii, x
სია [1]
რეგიონი** აზია და ოკეანეთი
კოორდინატები 27°42′00″ ჩ. გ. 88°08′00″ ა. გ. / 27.70000° ჩ. გ. 88.13333° ა. გ. / 27.70000; 88.13333
გაწევრიანების ისტორია
გაწევრიანება 2016  (მე-40 სესია)
ნომერი 1513
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში.
** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი.
იუნესკოს დროშა მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 1513
ინგლ.რუს.ფრ.

შეიქმნა 1977 წელს მაღალმთიანი ჰიმალაური ლანდშაფტის დაცვის მიზნით. ეროვნული პარკი განთავსებულია ზღვის დონიდან 1829–8585 მეტრის ფარგლებში[1]. პარკის ფართობია 1 784 კმ². მოიცავს შტატის მეოთხედ ნაწილს. პარკის მთელი ტერიტორია მდებარეობს მდინარე ტისტის აუზში. პარკს დასავლეთით ესაზღვრება ნეპალი, საზღვარზე მდებარეობს მწვერვალი კანჩენჯანგა.

პარკში მრავალი ჩანჩქერია, რომელთა შორის უდიდესის სიმაღლეა 160 მეტრი[2].

2016 წლის 17 ივლისს ეროვნული პარკი შეიტანეს იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლების სიაში[3].