კანტაბრიის მთები (ესპ. Cordillera Cantabrica) — მთები ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ბისკაიის ყურის სამხრეთი ნაპირის გასწვრივ, სიგრძე დაახლოებით 500 კმ. სიმაღლე 2648 მ-მდე (მთა ტორე-დე-სერედო). ჩრდილოეთი კალთები ციცაბოა, სამხრეთი — დამრეცი. კანტაბრიის მთების დასავლეთი ნაწილი აგებულია — პალეოზოური კვარციტებით, მარმარილოთი, კირქვებით; აღმოსავლეთი ნაწილი — მეზოზოური კირქვებით, ქვიშაქვებითა და დოლომიტებით. განვითარებულია კარსტი. წიაღისეულიდან მოიპოვება ქვანახშირი, რკინა, პოლიმეტალები. ჰავა ნოტიოა. ნალექები 1000 მმ-ზე მეტი წელიწადში. ჩრდილოეთ კალთებზე ფართოფოთლოვანი და შერეული ტყეებია, სამხრეთ კალთებზე — მარადმწვანე და ფოთოლმცვენი ბუჩქნარი, 1600-1800 მეტრზე მაღლა — სუბალპური ბუჩქნარი და ალპური მდელოა.

კანტაბრიის მთები
კანტაბრიის მთები
კანტაბრიის მთები
კოორდინატები: 43° ჩ. გ. 5° დ. გ. / 43° ჩ. გ. 5° დ. გ. / 43; -5
ქვეყანა ესპანეთის დროშა ესპანეთი
უმაღლესი წერტილი ტორე-დე-სერედო
სიმაღლე 2648 
სიგრძე 500 კმ
კანტაბრიის მთები — ესპანეთი
კანტაბრიის მთები

ლიტერატურა

რედაქტირება