კანიაპისკოს წყალსაცავი

კანიაპისკოს წყალსაცავი (ფრანგ. Réservoir de Caniapiscau) — წყალსაცავი მდინარე კანიაპისკოზე, კანადაში, კვებეკში. წყალსაცავი შეიქმნა 1976–83 წლებში. წარმოიქმნა მდინარე კანიაპისკოზე აგებული კაშხლის შედეგად. წყალსაცავის ავსება დაიწყეს 1981 წლის 25 ოქტომბერს, რის შემდეგაც მომდევნო ორი წლის განმავლობაში დაიძირა მრავალრიცხოვანი ტბები, მათ შორის: კანიაპისკო, დელომე, ბრისეი, ტურნონი და ვერმუი. ამჟამად უკავია ლავრენტის მაღლობის მაღალი ნაწილის ქვაბული. მდებარეობს ზღვის დონიდან 535 სიმაღლეზე. ზედაპირის ფართობი 4318 კმ².[1] სიგრძე 420 კმ, სიგანე 135 კმ, მაქსიმალური სიღრმე 49 მ.[2] კანიაპისკო სარკის ფართობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი წყალსაცავია, ხოლო კანადაში სარკის ფართობით მხოლოდ სმოლვუდის წყალსაცავს ჩამორჩება. წყალსაცავი შექმნილია ჯეიმზის ყურის პროექტის განხორციელებისათვის. ამჟამად წარმოდგენილია ორი კაშხლითა და 43 ჯებირით.[3] ტბების დაძირვის შედეგად წყალსაცავზე მრავალი კუნძული წარმოიქმნა. კანიაპისკოს წყალსაცავი განლაგებულია წყვეტილი მრავალწლოვანი მზრალობის ტერიტორიაზე. გარემომცველი ტერიტორია დაფარულია ხშირი ტაიგით ან ბორეალური ტყით.

კანიაპისკოს წყალსაცავი
ფრანგ. Réservoir de Caniapiscau
კოორდინატები: 54°09′27″ ჩ. გ. 69°50′44″ დ. გ. / 54.15750° ჩ. გ. 69.84556° დ. გ. / 54.15750; -69.84556
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
ტერიტორიული ერთეული კვებეკი
ზღვის დონიდან 535
სიგრძე 420 კმ
სიგანე 135 კმ
ფართობი 4318 კმ²
მოცულობა 34 კმ³
სანაპირო ხაზის სიგრძე 4850 კმ
უდიდესი სიღრმე 49
ჩაედინება კანიაპისკო
გამოედინება კანიაპისკო, ლაფორჟი
შევსების წელი 1981–1983
კანიაპისკოს წყალსაცავი — კანადა
კანიაპისკოს წყალსაცავი
კანიაპისკოს წყალსაცავი — კვებეკი
კანიაპისკოს წყალსაცავი

იხილეთ აგრეთვე რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. Réservoir de Caniapiscau
  2. World Lakes Database. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-05-29. ციტირების თარიღი: 2011-06-02.
  3. Réservoir de Caniapiscau