კანდონი (ოფიციალურად ქალაქი კანდონი) ― მეოთხე კლასის ქალაქი სამხრეთ ილოკოსის პროვინციაში, ფილიპინებში. 2015 წლის აღწერით, ქალაქის მოსახლეობა 60 623 ადამიანს შეადგენს.

კანდონი
ქვეყანა ფილიპინების დროშა ფილიპინები
კოორდინატები 17°11′45″ ჩ. გ. 120°26′56″ ა. გ. / 17.19583° ჩ. გ. 120.44889° ა. გ. / 17.19583; 120.44889
დაარსდა 1780
ფართობი 103.28 კვადრატული კილომეტრი
ცენტრის სიმაღლე 67 მეტრი
მოსახლეობა 61 432 (1 მაისი, 2020)[1]
სატელეფონო კოდი 77
საფოსტო ინდექსი 2710
ოფიციალური საიტი https://candoncity.gov.ph/
კანდონი — ფილიპინები
კანდონი

კანდონს ხშირად „ფილიპინების თამბაქოს დედაქალაქს“ უწოდებენ, რადგანაც ქვეყნის მასშტაბით ვირჯინიის ტიპის თამბაქოს უდიდესი მწარმოებელია.

გეოგრაფია

რედაქტირება

კანდონი სამხრეთ ილოკოსის პროვინციის ქვემო ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს. ქალაქს „C“-ის მოყვანილობა აქვს და ზღვის დონიდან 10-500 ფუტის სიმაღლეზე მდებარეობს. კანდონი ეროვნული დედაქალაქის რეგიონიდან 346 კმ-ის, ხოლო ვიგანიდან 61 კმ-ის დაშორებით მდებარეობს.

ქალაქის კლიმატი ოქტომბრიდან მაისამდე მეტწილად მშრალია. უკიდურეს სამხრეთ ნაწილი მთელი წლის მანძილზე უფრო ტენიანი და წვიმიანია, ხოლო აღმოსავლეთი ნაწილი უფრო მშრალია და მცირე ნალექიანობით გამოირჩევა. ყველაზე ნალექიანი თვე აგვისტოა, ხოლო ყველაზე მშრალი — იანვარი და თებერვალი. ქალაქის საშუალო ტემპერატურა 27 °C-ა (81 °F). ყველაზე ცივი თვე იანვარია.[2]

ბარანგაები

რედაქტირება

კანდონი 42 ბარანგაიდ იყოფა.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
 
ვიკიწყაროში? არის ტექსტი 1911 Encyclopædia Britannica-ს სტატიებიდან თემაზე: