კანდელი (სანათი, ლამპარი)ქრისტიანულ ეკლესიაში მსახურების ერთ-ერთი აუცილებელი ნივთი. კედელზე, ხატთან ჩამოკიდებული სანათი, ლამპარი, ჩვეულებრივ მინისა. ჩასმული ლითონის ბუდეში, რომელიც დაფანჯრულია და ჯვრით ბოლოვდება. კანდელში ასხია ზეთი და ლითონის უღელში ჩამაგრებული ბამბის ძაფის პატრუქი ანთია. მსახურებისას ანთებენ ტაძრის ყველა კანდელს, კანკელის ხატებთან აუცილებელია თითო კანდელი. ტრაპეზის უკან კი დგას შვიდსანთელა, ანუ შვიდტოტა, რომელიც შვიდი კანდელის ერთობლიობას წარმოადგენს. კანდელი სიმბოლოა თვალშეუდგამი საღმრთო ნათელის.

კანდელი

დაუშრეტელი კანდელი — კანდელი რომელიც განსაკუთრებით დიდი სიწმინდეების წინაშე მუდმივად ანთია.

ლიტერატურა რედაქტირება

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 365.
  • მეგრელიშვილი ა., „მწუხრისა და ცისკრის ლოცვათა და წირვის განმარტებანი“, თბ. 2003