კანადის ისტორიის მუზეუმი
კანადის ისტორიის მუზეუმი (კიმ) (ინგლ. Canadian Museum of History (CMH); ფრ. Musée canadien de l’histoire) - კანადის ეროვნული ისტორიის და კულტურის მუზეუმი კვებეკში, ქალაქ გატინოს ჰალის უბანში, პარლამენტ ჰილის მოპირდაპირე მხარეს. [3] მუზეუმი სპეციალიზირდება კანადის ისტორიასთან და კულტურულ მრავალფეროვნებასთან დაკავშირებული მატერიალური ობიექტების შეგროვებაზე, შესწავლაზე, შენახვაზე და გამოფენაზე. [4] ის 1856 წელს დაარსდა, მისი საგამოფენო სივრცე კი 4,000,000-ზე მეტ ექსპონატს, 25,000 მ²-ს, სუვენირების მაღაზიას და ორ რესტორანს მოიცავს, რაც მას კანადაში უდიდეს და ჩრდილოეთი ამერიკის ერთ-ერთ უძველეს კულტურულ დაწესებულებად ქმნის. ძირითადი გამოფენის გარდა მუზეუმში დროებითი გამოფენები იმართება, რომლებიც ყურადღებას ისტორიის კონკრეტულ მონაკვეთზე ან კონკრეტულ კულტურაზე (წარსულზე ან შემორჩენილზე) ამახვილებენ. [5] არსებობს ასევე ონლაინ და მოგზაური გამოფენები.
კანადის ისტორიის მუზეუმი | |
---|---|
მუზეუმის შესასვლელი | |
45°25′47″ ჩ. გ. 75°42′32″ დ. გ. / 45.42972° ჩ. გ. 75.70889° დ. გ. | |
დაარსდა | 1856 წ. |
ქვეყანა | კანადა |
მდებარეობა | გატინო[1] [2] |
კლასიფიკაცია | ისტორიის და კულტურის მუზეუმი |
დირექტორი | კაროლინა დრომაგე |
ოფიციალური საიტი | historymuseum.ca |
მუზეუმი წლების მანძილზე სხვადასხვა სახელით იყო ცნობილი. დღევანდელი სახელი მუზეუმს 2013 წელს დაერქვა კანადის ცივილიზაციის მუზეუმის მაგივრად. [6] კიმ ასევე კანადის ბავშვთა მუზეუმს მოიცავს, კანადიის ისტორიის მუზეუმის კორპორაციას ასევე კანადის სამხედრო მუზეუმი და ახალი საფრანგეთის ვირტუალური მუზეუმი ეკუთვნის, ადრე მას კანადის ფოსტის მუზეუმიც ეკუთვნოდა. მუზეუმი შედის კანადის მუზეუმების ასოციაციაში და დაკავშირებულია კანადის ვირტუალურ მუზეუმთან.
მუზეუმის თანამედროვე შენობა 1968 წლიდან ფუნქციონირებს. მისი დიზაინის და პროექტის ავტორი დუგლას კარდინალი გახდა - აბორიგენული წარმოშობის კანადელი არქიტექტორი, რომელმაც არქიტრქტურა ბრიტანული კოლუმბიის უნივერსიტეტში და ტექასის უნივერსიტეტში შეისწავლა. სამუზეუმო კომპლექსი დაყოფილია საჯარო და საკურატორი ზონებად, რომლებსაც კიბე და მუზეუმის პლაზები აკავშირებთ. მუზეუმის გარშემო მოწყობილია მწვანე ზონა, რომელიც აერთებს მას ოტავას მდინარესთან და ჟაკის ცენტრის პარკთან.
ისტორია
რედაქტირებაადრეული ისტორია
რედაქტირებაკანადის ისტორიული მუზეუმის წინაპარი კანადის გეოლოგიური კომისიაა, რომელიც აგროვებდა მინერალებს, ბიოლოგიურ, და ასევე ისტორიულ და ეთნოგრაფიულ ობიექტებს. [7] 1854-1855 გაჩნდა გეოლოგიური კომისიისთვის სამუზეუმო სივრცის გამოყოფის ინიციატივა; ამას ხელი შეუწყო კომისიის 1855 წლის წარმატებულმა გამოფენამ პარიზში. 1856 წლის 16 მაისს კანადის პროვინციამ დაამტკიცა აქტი, რომლის თანახმად კანადის გეოლოგიურ კომისიას საჯარო გეოლოგიური მუზეუმის გახსნის უფლება ეძლეოდა. მუზეუმის პირველი საგამოფენო სივრცე მონრეალში მდებარეობდა.
1858 წლის 22 მაისს ფედერალურმა მთავრობამ მუზეუმის კოლექცია "მთელი კანადის საკუთრებად" გამოაცხადა, რაც გეოლოგიური მუზეუმისთვის ეროვნულ მუზეუმის სტატუსის მინიჭებისკენ დიდი ნაბიჯი იყო. 1881 წელს კოლექცია გადავიდა ყოფილი სასტუმროს შენობაში ოტავაში, 1896 წელს კი კანადის სამეფო საზოგადოებამ ფედერალურ მთავრობას წარუდგინა პეტიცია, სადაც მოითხოვდა ე.წ. "ეროვნული მუზეუმისთვის" ახალი შენობის გამოყოფას და მისი კოლექციის გაფართოებას. [8]
XX საუკუნე
რედაქტირება1907 წლის 27 აპრილს კანადის გეოლოგიური კომისია საგვირაბო დეპარტამენტის ნაწილი გახდა. იმავე წელს მუზეუმი ვიქტორიის მემორიული მუზეუმის შენობაში გადავიდა და მას ანთროპოლოგიური სექცია შეემატა, რომელსაც მართავდა ანთროპოლოგი და ლინგვისტი ედვარდ საპირი. 1927 წელს მუზეუმს ოფიციალურად კანადის ეროვნული მუზეუმი დაერქვა. 1956 წელს მუზეუმი ბუნებისმეტყველების და ისტორიის დეპარტამენტებად დაიყო; უკანასკნელი მოიცავდა არქეოლოგიის და ეთნოლოგიის განშტოებას. მუზეუმს შემდგომში მეცნიერების და ტექნოლოგიის განშტოება დაემატა. 1968 წლის 1 აპრილს მუზეუმი საბოლოოდ დაიყო ადამიანის მუზეუმად, მეცნიერების და ტექნოლოგიების მუზეუმად და ბუნებისმეტყველების მუზეუმად. ადამიანის მუზეუმი შემდგომში ცალკე შენობაში გადავიდა დღევანდელ გატინოში. კრიტიკოსებმა განსაკუთრებით დააფასეს ახალი შენობის გამორჩეული არქიტექტურა, თუმცა მშენებლობის ფასმა გადააჭარბა წინასწარ დადგენილ ბიუჯეტს. [9]
ახალი დაწესებულების სახელწოდება კრიტიკის ქვეშ მოჰყვა, რადგან სახელი "ადამიანის მუზეუმი" (ინგლ. Museum of Man (ადამიანის/კაცის მუზეუმი)) სქესობრივ გარჩევას გულისხმობდა. 1986 წელს გაიმართა კონკურსი მუზეუმისთვის ახალი დასახელების შესარჩევად. იმავე წლის 24 ივნისს ადამიანის მუზეუმს კანადის ცივილიზაციის მუზეუმი დაერქვა.
XXI საუკუნე
რედაქტირება2005 წლის მუზეუმს 1,396,000 სტუმარი ეწვია, 2010 წელს რიცხვი 1,2 მილიონამდე დაეცა.
2013 წელს მუზეუმის სახელი ისევ შეიცვალა და კანადიის ისტორიის მუზეუმი გახდა. მუზეუმმა რებრენდინგზე $500,000 გამოყო, რასაც ოპოზიციური პარტიებისგან კრიტიკა მოჰყვა. [10] სახელის ცვლილებასთან ერთად მუზეუმმა ყურადღება გაამახვილა კანადის ისტორიაზე; აქამდე მუზეუმი ორიენტირებული იყო ზოგადად კაცობრიობის ისტორიაზე. შეიცვალა მუზეუმის ვიზუალიც. [11]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 https://www.museedelhistoire.ca/a-propos/nous-joindre/
- ↑ 2.0 2.1 archINFORM — 1994.
- ↑ https://www.historymuseum.ca/media/canadas-most-visited-museum-celebrates-150th-anniversary/
- ↑ https://web.archive.org/web/20131213173150/http://www.ottawacitizen.com/travel/Canadian+Museum+History+bill+clears+Senate+poised+Royal/9278750/story.html
- ↑ https://www.thecanadianencyclopedia.ca/en/article/canadian-museum-of-history
- ↑ https://web.archive.org/web/20131213173150/http://www.ottawacitizen.com/travel/Canadian+Museum+History+bill+clears+Senate+poised+Royal/9278750/story.html
- ↑ https://www.historymuseum.ca/about/history-timeline/#tabs
- ↑ https://www.historymuseum.ca/about/history-timeline/#tabs
- ↑ Gillam, Robyn (2001). Hall of Mirrors: Museums and the Canadian Public. Banff, AB: The Banff Centre. ISBN 0-920159-85-0
- ↑ https://globalnews.ca/news/1425056/museum-spends-500k-on-re-brand-following-tory-mandated-name-change/
- ↑ https://web.archive.org/web/20160304115545/http://www.parl.gc.ca/LegisInfo/BillDetails.aspx?Language=E&Mode=1&billId=6263562