კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმი

კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმი (ინგლ. Canadian Museum for Human Rights, ფრანგ. Musée canadien pour les droits de la personne, CMHR) — კანადის გვირგვინის კორპორაცია და ეროვნული მუზეუმი, რომელიც მდებარეობს უინიპეგში, მანიტობა, კანადა. მუზეუმის მიზანია „გამოიკვლიოს ადამიანის უფლებათა თემა სპეციალური, მაგრამ არა ექსკლუზიური მითითების საშუალებით კანადაში, აამაღლოს საზოგადოების ცნობიერება ადამიანის უფლებების შესახებ, ასევე ხელი შეუწყოს სხვების პატივისცემას და საზოგადოებაში წაახალისოს რეფლექსია და დიალოგი“.[2][3]

კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმი
49°53′26″ ჩ. გ. 97°07′51″ დ. გ. / 49.8907972° ჩ. გ. 97.1309972° დ. გ. / 49.8907972; -97.1309972
დაარსდა 13 მარტი, 2008
ქვეყანა კანადის დროშა კანადა
მდებარეობა მანიტობა
ვიზიტორები 295 300 (2016/2017)[1]
დირექტორი ისა ხანი
ოფიციალური საიტი humanrights.ca
Map

2008 წელს დაარსებული კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმი პირველი ახალი ეროვნული მუზეუმია კანადაში,[4][3] რომელიც 1967 წლის შემდეგ დაარსდა და ის ერთადერთი ეროვნული მუზეუმია რომელიც ეროვნული დედაქალაქის რეგიონის გარეთ მდებარეობს.[5] The Museum held its opening ceremonies on 19 September 2014.[2] მუზეუმის გახსნის ცერემონიალი 2014 წლის 19 სექტემბერს მოეწყო.

კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის მეგობრები მუზეუმის დაქვემდებარებაში არსებული საქველმოქმედო ორგანიზაციაა.[6]

ისტორია რედაქტირება

განვითარება რედაქტირება

კანადელ იურისტსა და პოლიტიკოსს, იზი ასპერს, კანუესტის გლობალური კორპეაციების კონგლომერატის დამფუძნებელს ეკუთვნის იდეა კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის შექმნის შესახებ.[7][8] მან მუზეუმის აშენების შესახებ იდეა პირველად 2000 წლის 18 ივლისს წარადგინა.[9] ასპერი იმედოვნებდა, რომ მუზეუმი გახდებოდა ადგილი, სადაც კანადელი სტუდენტები ადამიანის უფლებების შესახებ ინფორმაციის გაცნობას შეძლებდნენ. მან ეს იდეა ასევე განიხილა უინიპეგის ცენტრის აღორძინებისა და ქალაქში ტურიზმის გაზრდის მხრივაც. მუზეუმის შექმნის მიზნებს შორის იყო ადამიანის უფლებების გაცნობიერებისა და ცნობიერების ამაღლება, ასევე სხვების პატივისცემის ხელშეწყობა და ასახვის, დიალოგისა და მოქმედების წახალისება. იზი ასპერი იდეაზე სამი წლის განმავლობაში მუშაობდა და ამ პერიოდში მან ყველაფერი ტექნიკურ-ეკონომიკური თვალსაზრისით განიხილა კანადელ ექსპერტებთან ერთად.[9]

 
კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმი 2011 წლის ნოემბერში
 
კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმი, ხედი პროვენშეს ბულვარიდან, 2014 წლის აპრილი
 
უინიპეგის ხედი მუზეუმის ზედა სართულიდან

2003 წელს იზი ასპერმა დააარსა კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის მეგობრები, კერძო საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის აშენებისათვის სახსრების მოძიებას ითვალისწინებდა.[7] 17 აპრილს, კანადის უფლებათა და თავისუფლებათა ქარტიის 21 წლისთავთან დაკავშირებით ფორკში, უინიპეგი ღონისძიება მოეწყო, სადაც ასპერმა მუზეუმის შექმნის იდეის შესახებ ოფიციალურად პირველად განაცხადა. პრემერ-მინსტრიმა, ჟან შრეტიენმა კაპიტალური ხარჯებისათვის გამოყო პირველი 30 მილიონი აშშ დოლარი,[9] კერძო ინვესტიციები კი მოგვიანებით კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის მეგობრებმა მოიძიეს. მუზეუმისათვის ასპერ ფონდმა 20 მილიონი აშშ დოლარი გამოჰყო.

2003 წლის ბოლოს, 7 ოქტომბერს, იზი ასპერი მოულოდნელად გარდაიცვალა 71 წლის ასაკში. ის ვანკუვერში არქიტექტურული კონკურსის გამოცხადებას აპირებდა მუზეუმის დიზაინის შესაქმნელად. ორი კვირის შემდეგ, იზის ქალიშვილმა, გაილ ასპერმა[2] კონკურსის გამართვის შესახებ ოფიციალურად გამოაცხადა.[9]

არქიტექტურა რედაქტირება

შენობის პირველი სართული ორიენტაციისა და შეხვედრების ადგილს წარმოადგენს. ასევე არის საჩუქრების მაღაზია, რესტორანი და ვიზიტორების მომსახურების ცენტრი. სხვადასხვა სართულზე არსებული გალერეები ერთმანეთთან ალაბასტერის პანდუსებითაა დაკავშირებული. მათ შორისაა იმედის დარბაზი. ასევე არსებობს „ფიქრის ბაღი“, რომელიც მოიცავს მოღოლური ბაზალტით გაფორმებულ აუზებს.

დიზაინი და მშენებლობა რედაქტირება

2003 წელს, კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის მეგობრებმა წამოიწყო საერთაშორისო არქიტექტურული პროექტი კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის დიზაინის შესაქმენლად. ამ კონკურსში წარდგენილი იყო 100 განაცხადი 21 ქვეყნიდან.[10] ჟიურის წევრებმა შეარჩიეს დიზაინი, რომელიც ეკუთვნოდა ანტონი პრიდოკსა და კრის ბეკონს, არქიტექტორებს ალბუკერკედან, ნიუ-მექსიკო.

პრედოკის შთაგონებას კანადის ადამიანის უფლებების მუზეუმის შენობისათვის კანადის ბუნება და ღია სივრცეები წარმოადგენda. ასევე: ხეები, ყინული, პოლარული ციალი, კანადის აბორიგენი ხალხები, ასევე ადამიანის უფლებების ისტორია ამ ქვეყანაში. ნაგებობის არქიტექტორი მუზეუმის შენობის შესახებ ამბობს: „კანადის ადამიანის უფლებათა მუზეუმი ადამიანობასთანაა გადაჯაჭვული. eს არქიტექტურაში კაცობრიობის ფუნდამენტურ საერთოობას — ყინულის, ღრუბლებისა და ქვის სიმბოლურ გამოჩენას წარმოადგენს მწვანე ბალახზე.“[11]

იმედის დარბაზი ალაბასტერის პანდუსებითაა გაფორმებული, რომლისთვისაც გამოყენებულია 3.500 კვადრატული მეტრის ფართობის მქონე 15 000 ფილა ალაბასტერი. ეს ყველაფერი მუზეუმს ალაბასტერის საშუალებით შექმნილ პროექტებს შორის ყველაზე ფართომასშტაბიანად აქცევს.[12]

2010 წლის 3 ივლისს, კანადის დედოფალმა, ელისაბედ II-მ მუზეუმის ქვაკუთხედი გახსნა.[13] ქვაზე დატანილია დედოფლის სამეფო ნიშანი და მასში ჩადებულია ქვის ნაჭერი წმინდა მარიამის ტაძრის ნანგრევებიდან რუნიმედიდან,[14] ინგლისი. ითვლება, რომ თავისუფლების დიდი ქარტია 1215 წელს ჯონ უმიწაწყლომ სწორედ აქ დაამტკიცა.[15]

რესურსები ინტერნეტში რედაქტირება

სქოლიო რედაქტირება

  1. https://humanrights.ca/sites/prod/files/2019-02/2018-19%20Corporate%20Plan%20Summary%20-%20English.pdf
  2. 2.0 2.1 2.2 Brean, Joseph. (19 September 2014) Canadian Museum for Human Rights opens amidst controversy and protests. National Post. ციტირების თარიღი: 20 September 2014
  3. 3.0 3.1 Info Source en. ციტირების თარიღი: 2021-06-05
  4. Government of Canada 2008, p. 4.
  5. Prime Minister of Canada: Backgrounder: the Canadian Museum for Human Rights (2010-03-31). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-03-31. ციტირების თარიღი: 2021-09-25.
  6. About Us en-US. ციტირების თარიღი: 2021-06-05
  7. 7.0 7.1 „Israel Harold (Izzy) Asper“. The Canadian Encyclopedia. Historica Canada. 14 March 2010. ციტირების თარიღი: June 4, 2021.
  8. Holmes, Gillian K (2001). Who's Who in Canadian Business 2001. University of Toronto Press, გვ. 24–25. ISBN 0920966608. 
  9. 9.0 9.1 9.2 9.3 Canadian Museum for Human Rights – The Asper Foundation en-US. ციტირების თარიღი: 2021-06-04
  10. Lett, Dan. (4 September 2010) A portrait of the artist: The man who'll shape our skyline. ციტირების თარიღი: 20 September 2014
  11. Canadian Museum For Human Rights. ციტირების თარიღი: 2020-11-04
  12. UNIQUE ASPECTS OF CMHR CONSTRUCTION. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-01. ციტირების თარიღი: 2021-09-26.
  13. About the Museum > News > Her Majesty Queen Elizabeth II unveils cornerstone to CMHR. Canadian Museum for Human Rights (2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 5 მარტი 2012. ციტირების თარიღი: 26 სექტემბერი 2021.
  14. Ruins of St. Mary's Priory – Runnymede. Retrieved 6 February 2011.
  15. „Queen gives Canadian Museum for Human Rights a piece of history“. CTV. 3 July 2010. ციტირების თარიღი: 7 January 2011.