კამრან აგაევი
კამრან აგაევი (აზერ. Kamran Ağayev; დ. 9 თებერვალი, 1986, შაბრანის რაიონი, საბჭოთა კავშირი) — აზერბაიჯანელი პროფესიონალი ფეხბურთელი. იგი ამჟამად თამაშობს აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგის გუნდ კეშლასა და აზერბაიჯანის ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებში.
აგაევი აზერბაიჯანთან 2017 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | Kamran Ədilxan oğlu Ağayev | ||
დაბადების თარიღი | 9 თებერვალი, 1986 | ||
დაბადების ადგილი | შაბრანის რაიონი, საბჭოთა კავშირი | ||
სიმაღლე | 189 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | მეკარე | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | კეშლა | ||
ნომერი | 1 | ||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
2001-2004 | შაფა | 26 | (0) |
2006 - 2013 | ტურან ტოვუზი | 18 | (0) |
2013 | ხაზარ-ლენქორანი | 122 | (0) |
2014 - 2015 | ბაქო | 17 | (0) |
2017 - 2018 | გაბალა | 33 | (0) |
2015 | კაისერისპორი | 6 | (0) |
2015 | კარსიაკა | 13 | (0) |
2016 | ინტერ ბაქო | 9 | (0) |
2016 - 2017 | ბოავიშტა | 12 | (0) |
2017 | მლადა ბოლესლავი | 5 | (0) |
2018 - 2019 | კეშლა | 28 | (0) |
ეროვნული ნაკრები | |||
2001 - 2004 | აზერბაიჯანის 17-წლამდელთა | 20 | (0) |
2008 - | აზერბაიჯანის ეროვნილი ნაკრები | 76 | (0) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება |
საკლუბო კარიერა
რედაქტირებაადრეული წლები
რედაქტირებააგაევმა ფეხბურის თამაში დაიწყო სკოლის წლებში, ადგილობრივ კლუბში სახელად „Bərəkət“.[1] 15 წლის ასაკში იგი უკვე აზერბაიჯანის 17-წლამდელთა ეროვნულ ნაკრებში მოხვდა. ახალგაზრდულ გუნდში შთამბეჭდავი თამაშის შემდეგ, იგი კლუბ შაფას შეუერთდა, სადაც 2001 წელს ვაგიფ სადიგოვის მეთვალყურეობის ქვეშ პირველი თასი მოიპოვა.[1]
პროფესიონალური კარიერა
რედაქტირება2004 წელს მან ტორან ტოვუზისთან კონტრაქტს მოაწერა ხელი; მან გუნდში ორი წელი ითამაშა, ხოლო შემდგონ აგაევი ხაზარ ლენქორანმა იყიდა.[1] 2006-07 წლების სეზონი კლუბისათვის წარმატებული გამოდგა: მათ აზერბაიჯანის პრემიერლიგა და აზერბაიჯანის თასი მოიგეს. აზერბაიჯანის პრემიერლიგაში ჩატარებული სეზონი შთამბეჭდავი აღმოჩნდა აგაევისთვისაც. მან სეზონში კარგი თამაშის გამო ძირითად შემადგენლობაში ადგილი დაიმკვიდრა.[1] ხაზარ ლანქორანში გატარებული 6 სეზონის განმავლობაში, აგაევი გახდა ეროვნული ჩემპიონი, ორგზის ეროვნული ლიგის მეორეადგილოსანი, სამჯერ აზერბაიჯანის თასის გამარჯვებული და CIS-ის თასის ჩემპიონი. აგრეთვე იგი იყო ხაზარ ლენქორანის კაპიტანი.
2014 წლს 24 იანვარს აგაევმა გაბალასთან 18-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.[2] 2015 წლის 1 თებერვალს კლუბმა აგაევი გაათავისუფლა.[3] მოგვიანებით მან ითამაშა თურქეთის კლუბ კაისერისპორში და კარსიაკაში, აგრეთვე აზერბაიჯანის ჩემპიონატის გუნდ ინტერ ბაქოში.
2016 წლის 12 სექტემბერს აგაევმა ხელი მოაწერა კონტრაქტს პრიმერა ლიგის გუნდ ბოავისტასთან;[4] იგი ნახსენებ კლუბში 2017 წლის ივნისმდე რჩებოდა; მისი დებიუტი კლუბში 2016 წლის 25 სექტემბერს პორტოს წინააღმდეგ გამართულ შეხვედრაში შედგა. მისი პირველი პერიოდი კლუბში არასტაბილური იყო. მან სეზონში რამდენიმე ასაღები ბურთი გაუშვა, თუმცა საჭირო მომენტში გუნდისათვის მნიშვნელოვან დროს, ბურთს არ უშვებდა. აღსანიშნავია მისი და ბოავისტას გულშემატრივრების ურთიერთობა: ხშირად აგაევი მოედანზე რჩებოდა, რათა მხარდამჭერებისთვის მადლობა გადაეხადა.[5]
2017 წლის 28 ივლისს აგააევმა ერთწლიანი კონტრაქტი გააფორმა ჩეხეთის ლიგის გუნდ მლადა ბოლესლავთან.[6] მისი ახალ კლუბში დებიუტი 2017 წლის 27 აგვისტოს, ედენ არენაზე გამართულ მატში, სლავია პრაღას წინააღმდეგ შედგა.[7]
2018 წლის 17 იანვარს კეშლამ გამოაცხადა, რომ აგაევთან 6-თვიანი კონტრაქტი გააფორმა.[8]
კარიერა ეროვნულ ნაკრებში
რედაქტირებააგაევმა ნაკრების მაისურით 13-იდან 10-თერთმეტ მეტრიანი საჯარიმო დარტყმის მოგერიება შეძლო; ამით მისი რეპუტაცია, როგორც პენალტების შემჩერებელი, ძალიან გაძლიერდა.[9][10]
კარიერული სტატისტიკა
რედაქტირებასაკლუბო
რედაქტირება2019 წლის 30 მარტამდე ნაჩვენები შედეგები[11]
კლუბი | სეზონი | ლიგა | ეროვნული თასი | ლიგის თასი | კლნტინენტური | ტოტალი | ||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
დივიზიონი | თამაშI | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | თამაში | გოლი | ||
შაფა | 2003–04[12] | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 8 | 0 | — | 8 | 0 | |||||
ტურან ტოვუზი | 2004–05[13] | 6 | 0 | — | 6 | 0 | ||||||
2005–06[14] | 12 | 0 | — | 12 | 0 | |||||||
ტოტალი | 44 | 0 | - | - | - | - | 44 | 0 | ||||
ხაზარ-ლენქორანი[15] | 2006–07[16] | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 14 | 0 | — | 14 | 0 | |||||
2007–08[17] | 17 | 0 | — | 2 | 0 | 19 | 0 | |||||
2008–09[18] | 7 | 0 | — | 0 | 0 | 7 | 0 | |||||
2009–10[19] | 30 | 0 | 4 | 0 | — | 34 | 0 | |||||
2010–11[20] | 28 | 0 | 5 | 0 | — | 2 | 0 | 35 | 0 | |||
2011–12[21] | 26 | 0 | 2 | 0 | — | 2 | 0 | 30 | 0 | |||
2012–13[22] | 0 | 0 | 0 | 0 | — | 4 | 0 | 4 | 0 | |||
ტოტალი | 122 | 0 | 11 | 0 | - | - | 10 | 0 | 143 | 0 | ||
ბაქო | 2012–13[22] | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 7 | 0 | 1 | 0 | — | 8 | 0 | |||
2013–14[23] | 10 | 0 | 0 | 0 | — | 10 | 0 | |||||
ტოტალი | 17 | 0 | 1 | 0 | - | - | - | - | 18 | 0 | ||
გაბალა | 2013–14[23] | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 16 | 0 | 4 | 0 | — | 20 | 0 | |||
2014–15[24] | 17 | 0 | 0 | 0 | — | 2 | 0 | 19 | 0 | |||
ტოტალი | 33 | 0 | 4 | 0 | - | - | 2 | 0 | 39 | 0 | ||
კაისერისპორი | 2014–15[25] | TFF პირველი ლიგა | 6 | 0 | 1 | 0 | — | 7 | 0 | |||
კარსიაკა | 2015–16[25] | TFF პირველი ლიგა | 13 | 0 | 0 | 0 | — | 13 | 0 | |||
ინტერ ბაქო | 2015–16[26] | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 9 | 0 | 3 | 0 | — | 0 | 0 | 12 | 0 | |
ბოავიშტა | 2016–17 | პრიმერა ლიგა | 12 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | — | 14 | 0 | |
მლადა ბოლესლავი | 2017–18 | ჩეხეთის პირველი ლიგა | 5 | 0 | 2 | 0 | 0 | 0 | — | 7 | 0 | |
კეშლა | 2017–18 | აზერბაიჯანის საფეხბურთო პრემიერლიგა | 9 | 0 | 2 | 0 | — | 11 | 0 | |||
2018–19 | 19 | 0 | 2 | 0 | — | 2 | 0 | 23 | 0 | |||
ტოტალი | 28 | 0 | 4 | 0 | - | - | 2 | 0 | 34 | 0 | ||
კარიერული ტოტალი | 288 | 0 | 28 | 0 | 0 | 0 | 14 | 0 | 331 | 0 |
საერთაშორისო
რედაქტირებააზერბაიჯანის ეროვნული ნაკრები | ||
---|---|---|
წელი | თამაში | გოლი |
2008 | 4 | 0 |
2009 | 7 | 0 |
2010 | 9 | 0 |
2011 | 9 | 0 |
2012 | 7 | 0 |
2013 | 8 | 0 |
2014 | 6 | 0 |
2015 | 7 | 0 |
2016 | 4 | 0 |
2017 | 8 | 0 |
2018 | 7 | 0 |
ტოტალი | 76 | 0 |
სტატისტიკა ასახავს 2018 წლის 10 სექტემბრამდე ჩატარებულ მატჩებს.[27]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კამრან აგაევი — National-Football-Teams.com
- ოფიციალური საიტი
- Mladá Boleslav profile
- კამრან აგაევი — Soccerway
- FK Khazar Lenkoran squad from their official website საიტზე Wayback Machine (archived 29 September 2007)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 1.3 Kamran Aghayev: Həyatı დაარქივებული 14 February 2010 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Kamran Agayev in Gabala. http://www.gabalafc.az/.+ციტირების თარიღი: 31 January 2014.
- ↑ Qəbələ Kamran Ağayevlə yollarını ayırdı Azerbaijani. Gabala FK (1 February 2015). ციტირების თარიღი: 1 February 2015.
- ↑ Boavista contrata guarda-redes internacional azeri para lugar de Mika Portuguese. Mais Futebol (12 September 2016). ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ Aghayev atrasa saída do árbitro Luís Ferreira Portuguese. Record (31 October 2016). ციტირების თარიღი: 2 January 2017.
- ↑ MLADÁ BOLESLAV ZÍSKALA ÁZERBAJDŽÁNSKÉHO REPREZENTAČNÍHO GÓLMANA Czech. FK Mladá Boleslav (28 July 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — 23 ოქტომბერი 2017. ციტირების თარიღი: 22 October 2017.
- ↑ SLAVIA PRAHA VS. MLADÁ BOLESLAV. Soccerway (27 August 2017).
- ↑ Keşlə FK-nın məlumatı Azerbaijani. Keşla FK (17 January 2018). ციტირების თარიღი: 17 January 2018.[მკვდარი ბმული]
- ↑ Kamran Ağayev haqda nə bilirik? დაარქივებული 5 July 2009 საიტზე Wayback Machine. (აზერბაიჯანული)
- ↑ Новый рекордсмен сборной Азербайджана: Камран Агаев დაარქივებული 6 July 2011 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
- ↑ "Kamran Ağayev". National Football Teams. Benjamin Strack-Zimmerman. Retrieved 4 October 2016.
- ↑ 2003/04 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2004/05 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2005/06 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ Statistics: Players. http://lankaranfc.com/az/.+ დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 October 2013. ციტირების თარიღი: 21 November 2013.
- ↑ 2006/07 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2007/08 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2008/09 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2009/10 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2010/11 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2011/12 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 22.0 22.1 2012/13 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 23.0 23.1 2013/14 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2014/15 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 25.0 25.1 KAMRAN AGHAYEV. Turkish Football Federation. ციტირების თარიღი: 4 October 2016.
- ↑ 2015/16 Statistics. pfl. ციტირების თარიღი: 4 October 2016.[მკვდარი ბმული]
- ↑ "Kamran Ağayev" . National Football Teams. Benjamin Strack-Zimmerman. Retrieved 4 October 2016.