შაბრანის რაიონი
შაბრანის რაიონი (აზერ. Şabran) — აზერბაიჯანის ერთ-ერთი რაიონი. ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი შაბრანი.
ადმინისტრაციული ერთეული | ||
---|---|---|
შაბრანის რაიონი აზერ. Şabran rayonu | ||
ქვეყანა | აზერბაიჯანი | |
ადმ. ცენტრი | შაბრანი | |
კოორდინატები | 41°11′00″ ჩ. გ. 48°57′00″ ა. გ. / 41.18333° ჩ. გ. 48.95000° ა. გ. | |
მმართველი | ასიფ ჰუსეინოვი | |
დაარსდა | 8 აგვისტო, 1930 | |
ფართობი | 1739 კმ² | |
მოსახლეობა | 59 400 (2018) | |
სატელეფონო კოდი | 115 | |
საფოსტო ინდექსი | 1700 | |
საავტომობილო კოდი | 17 | |
ოფიციალური საიტი | http://shabran-ih.gov.az | |
| ||
ისტორია
რედაქტირებადავაჩის ოლქი ჩამოყალიბდა 1930 წლის 8 აგვისტოს. მაგრამ 1963 წელს ჩამოერთვა სტატუსი და შედიოდა აფშერონის რაიონში, მაგრამ 1965 წელს ეს რაიონი ხელახლა დაარსდა. 1992 წელს, დავაჩის ოლქში შეიქმნა ახალი ოლქი სიაზანი, აზერბაიჯანის ეროვნული ასამბლეის ბრძანებით, რომელიც მოიცავდა დავაჩის რაიონის ტერიტორიის ნაწილს. 2010 წელს დავაჩის ოლქს გადაერქვა სახელი და ეწოდა შაბრანის რაიონი.[1]
გეოგრაფია
რედაქტირებარაიონის დიდი ნაწილი მთებს უკავია. კასპიის ზღვა მდებარეობს ქალაქ შაბრანიდან 12 კილომეტრში. მას ესაზღვრება ოთხი სხვა რაიონი. ტყეები 27 000 ჰექტარს იკავებენ, მთიან ტერიტორიებსა და კასპიის ზღვის მახლობლად მდებარე დაბლობზე და მათ დიდი მნიშვნელობა აქვთ რაიონის კლიმატისა და ბუნებრივი რესურსებისთვის. სამურ-დავაჩის დაბლობი მდებარეობს ზღვის დონიდან 28 მეტრის სიმაღლეზე.[2]
შაბრანის ოლქი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო-აღმოსავლეთით. რაიონის ტერიტორიაზე ასევე არის ტალახის ვულკანები. ცარცული, პალეოგენური და ნეოგენური პერიოდის სისტემები გავრცელებულია მთიან ნაწილებში, მაგრამ ანთროპოგენური პერიოდის სისტემები გავრცელებულია შედარებით დაბალ ადგილებში. ტერიტორია ასევე მდიდარია ნავთობით, ბუნებრივი აირით, ხრეშით, ქვიშით, თიხით და სხვა ბუნებრივი რესურსებით.
დაბალ და მაღალმთიან ნაწილებში კლიმატი არის თბილი და სუბტროპიკული, მაგრამ მთიანეთში ზომიერად ცივია. რაიონში ზაფხული მშრალია, წლიური ნალექების რაოდენობა კი არაუმეტეს 300–600 მმ-ია. რაიონი მდიდარია თავისი ფაუნით და სხვადასხვა სახეობის ფრინველებით. [3]
დემოგრაფია
რედაქტირებასახელმწიფო სტატისტიკის კომიტეტის წლიური ანგარიშის თანახმად, ყოველწლიურად იზრდება მოსახლეობის საერთო რაოდენობა. 2010 წელთან შედარებით, მოსახლეობის სტატისტიკური მაჩვენებელი გაიზარდა 6 500-ით და 2018 წელს რაოდენობამ მიაღწია 58 700 ადამიანს. [4] მოსახლეობის 29 900 ადამიანი მამაკაცია, ხოლო 28 800 ქალი.[5] 2018 წლის დასაწყისში, რეგიონში 14-29 წლის ასაკის ახალგაზრდების რიცხვი 15 100 ადამიანი იყო. მათ შორის, 7,8 ათასი მამაკაცი და 7,3 ათასი კი ქალი. [6]
ეკონომიკა
რედაქტირება2014 წლის მონაცემებით, მთლიანი წარმოება 165 902,4 ათას მანათს აღწევდა. ამ რაიონის ძირითადი დარგებია მშენებლობა (მასზე მოდის 42 107,9 მანათი) და სოფლის მეურნეობა ( მასზე მოდის 83 113,8 მანათი). რაიონის მთლიანი შემოსავალი 4 561,3 ათასი მანათია, ხოლო ხარჯები 2014 წლის სტატისტიკის მიხედვით 11 825.6 ათასი მანათს შეადგენს. [7]
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- На сайте Azerbaijan დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
- xeber_Azerbaycanin_Devechi_rayonunun_adi დაარქივებული 2009-02-27 საიტზე Wayback Machine.
- AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI ŞABRAN RAYON İCRA HAKİMİYYƏTİ
- Azərbaycan Respublikasının Dövlət Statistika Komitəsi Şabran Rayonu დაარქივებული 2018-12-25 საიტზე Wayback Machine.
სქოლიო
რედაქტირება- ↑ „Azerbaijani region to be renamed“. news.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-04-04. ციტირების თარიღი: 2019-10-13.
- ↑ „Shabran“. discoverazerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-09-06.
- ↑ „Девечинский район“. azerbaijan.az. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-25.
- ↑ Samadov (www.anarsamadov.net), Anar. Population en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population by sex, towns and regions, urban settlements of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ Political division, population size and structure: Population at age 14-29 by towns and regions of the Republic of Azerbaijan at the beginning of the 2018 en. ციტირების თარიღი: 2018-12-18
- ↑ AZƏRBAYCAN RESPUBLİKASI ŞABRAN RAYON İCRA HAKİMİYYƏTİ