ტომაზო კამპანელა
ტომაზო კამპანელა (დ. 5 სექტემბერი, 1568, სტილო, იტალია — გ. 21 მაისი, 1639, პარიზი) — იტალიელი ფილოსოფოსი, პოეტი და პოლიტიკური მოღვაწე.
ტომაზო კამპანელა | |
---|---|
იტალ. Tommaso Campanella | |
დაბადების თარიღი | 4 სექტემბერი, 1568[1] [2] |
დაბადების ადგილი | სტილო, ნეაპოლის სამეფო[3] [4] |
გარდაცვალების თარიღი | 21 მაისი, 1639[1] [2] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [4] [14] (70 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | პარიზი, საფრანგეთის სამეფო[1] [4] |
ფსევდონიმი | Settimontano Squilla |
საქმიანობა | ფილოსოფოსი, მწერალი[15] , პოეტი[4] , ასტროლოგი, სამეცნიერო ფანტასტიკოსი მწერალი, ეკლესიის მსახური და თეოლოგი |
მოქალაქეობა | ნეაპოლის სამეფო |
ალმა-მატერი | პადუის უნივერსიტეტი |
Magnum opus | Poesie და მზის ქალაქი |
მეუღლე | |
გავლენა მოახდინეს | |
1599 წელს დააპატიმრეს, 27 წელი გაატარა ციხეში, სადაც დაწერა თხზულებები: "გალილეის დაცვა", "მზის ქალაქი" და სხვა. სიცოცხლის ბოლო წლებში კამპანელა პარიზის დომინიკანელთა მონასტერში იყო.
ფილოსოფიური შეხედულებებით კამპანელა აღორძინების ეპოქის ნატურფილოსოფიის უკანასკნელი დიდი წარმომადგენელი იყო, გამოდიოდა სქოლასტიკის წინააღმდეგ, იცავდა გალილეის მოძღვრებას, ფილოსოფიისა და მეცნიერების ამოცანად მიიჩნევდა ბუნებაზე ადამიანის გაბატონებას, მაგრამ სქოლასტიკური ლიტერატურის გავლენის გამო ვერ შეძლო შეეფასებინა კოპერნიკის ჰელიოცენტრული სისტემა. ემხრობოდა პანთეისტურ მატერიალიზმს.
წიგნში "მზის ქალაქი" (1602, გამოქვეყნდა 1623) კამპანელა აღწერს იდეალურ ქალაქს, სადაც გონიერი და სრულყოფილი საზოგადოებრივი წყობილებაა. ყველა მოქალაქე ჩაბმულია წარმოებაში, უზრუნველყოფილია პროდუქციის განაწილება მოთხოვნილების მიხედვით. აქ არ არის არც კერძო საკუთრება და არც ოჯახი. წარმოებასთან და შრომასთან სწავლების საფუძველზე ხორციელდება თაობათა აღზრდა. ამ საზოგადოების მმართველი, არჩეული ხალხის მიერ, უნდა ეუფლებოდეს თავისი დროის ცოდნას. ამასთან, აუცილებელია იცნობდეს პრაქტიკული მოღვაწეობის ყველა სახეს. საზოგადოებრივი ცხოვრების სხვადასხვა სფეროს განაგებენ მმართველის თანაშემწეები, რომელთაც ასევე ხალხი ირჩევს.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- ტომაზო კამპანელა — ნამუშევრები პროექტ „გუტენბერგზე“
- ტომაზო კამპანელა — ნამუშევრები საიტზე Internet Archive
- ტომაზო კამპანელა — ნამუშევრები საიტზე LibriVox (უფასო აუდიო წიგნები)
- ტომაზო კამპანელა
- Peter Forshaw (2010) 'Astrology, Ritual and Revolution in the Works of Tommaso Campanella (1568-1639).
- The City of the Sun; A Poetical Dialogue between a Grandmaster of the Knights Hospitallers and a Genoese Sea-Captain, his guest. Translated to English by editor Henry Morley, Project Gutenberg.
- City of the Sun დაარქივებული 2019-04-18 საიტზე Wayback Machine. (text derived from Ideal Commonwealths, P.F. Collier & Son, New York. 1901. Displayed by eBooks@Adelaide University of Adelaide Library, South Australia)
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 1.2 Firpo L. Dizionario Biografico degli Italiani — 1974. — Vol. 17.
- ↑ Кампанелла Томмазо / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 Archivio Storico Ricordi — 1808.
- ↑ Encyclopædia Britannica
- ↑ SNAC — 2010.
- ↑ Internet Speculative Fiction Database — 1995.
- ↑ NooSFere — 1999.
- ↑ Discogs — 2000.
- ↑ ბროკჰაუზის ენციკლოპედია
- ↑ Vegetti Catalog of Fantastic Literature
- ↑ Gran Enciclopèdia Catalana — Grup Enciclopèdia, 1968.
- ↑ Internet Philosophy Ontology project
- ↑ Base biographique — BIU Santé.
- ↑ Library of the World's Best Literature / C. D. Warner — 1897.