კალცეფილები
კალცეფილები (ლათ. calx ნათესაობითი ბრუნვა calcis კირი და ბერძ. phileo — მიყვარს), კალცეფიტები — მცენარეები, რომლებიც უკეთ ხარობენ კალციუმით მდიდარ ნიადაგებზე, აგრეთვე კირქვიან, მერგელიან, ცარციან და სხვა ადგილებში. ეს დაკავშირებულია ნიადაგის ტუტე რეაქციასა და მის ზოგ ფიზიკურ თვისებებთან (კარგი წყალგამტარობა, გახურება და სხვა). კალცეფილებია ტყის ფრინტა, ციმბირის ლარიქსი, ბიჭვინთის ფიჭვი, ყვითელი იონჯა.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 341.