კალოთანა

უღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში
(გადამისამართდა გვერდიდან კალოთანის უღელტეხილი)

კალოთანა, კალოთანისღელეუღელტეხილი საქართველოში, მცხეთა-მთიანეთის მხარეში, დუშეთის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აღმოსავლეთ კავკასიონზე, მდინარე ხევსურეთის არაგვის სათავეში. სიმაღლე ზღვის დონიდან 2978 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებითა და ქვიშაქვებით. კალოთანის მიდამოები შემოსილია ალპური მდელოებით. საცალფეხო გზა გადადის ხევსურეთის არაგვის ხეობიდან მდინარე არხოტისწყლის ხეობაში.

კალოთანა
კოორდინატები: 42°36′06″ ჩ. გ. 44°57′52″ ა. გ. / 42.60167° ჩ. გ. 44.96444° ა. გ. / 42.60167; 44.96444
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული დუშეთის მუნიციპალიტეტი
სიმაღლე 2978 
ქედი აღმოსავლეთი კავკასიონი
ამგებელი ქანები ლიასური თიხაფიქალი და ქვიშაქვა
კალოთანა — საქართველო
კალოთანა
კალოთანა — მცხეთა-მთიანეთის მხარე
კალოთანა

ლიტერატურა რედაქტირება