კალიქსტო-გარსია
კალიქსტო-გარსია (ესპ. Calixto García) — ქალაქი და მუნიციპალიტეტი კუბაში, ოლგინის პროვინციაში. სახელი ეწოდა დამოუკიდებლობისათვის ომის გმირის, კალიქსტო გარსიას პატივსაცემად. მუნიციპალური ცენტრი მდებარეობს დასახლება ბუენავენტურაში.
მუნიციპალიტეტი | |
---|---|
კალიქსტო-გარსია Calixto García | |
ქვეყანა | კუბა |
პროვინცია | ოლგინი |
კოორდინატები | 20°51′14″ ჩ. გ. 76°36′07″ დ. გ. / 20.85389° ჩ. გ. 76.60194° დ. გ. |
ფართობი | 617 კმ² |
ცენტრის სიმაღლე | 85 მ |
მოსახლეობა | 57 867 კაცი (2004) |
სიმჭიდროვე | 93,8 კაცი/კმ² |
სასაათო სარტყელი | UTC-5 |
სატელეფონო კოდი | +53-24 |
გეოგრაფია
რედაქტირებარელიეფი ძირითადად ბრტყელია. ნიადაგი შაქრის ლერწმის მოსაყვანად არ გამოიყენება, მისდევენ მეხოველეობას. შედარებით ნაკლებ ფართობებზე გაშენებულია ციტრუსები, გავრცელებულია ტროპიკული ტყეები.
დემოგრაფია
რედაქტირება2004 წელს, მუნიციპალიტეტის მოსახლეობა 57 867 ადამიანს შეადგენდა.[1] 617 კმ² ფართობზე მოსახლეობის სიმჭიდროვე იყო 93,8 ადამიანი კმ²-ზე.[2]
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ Atenas.cu. (2004)2004 Population trends, by Province and Municipality. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-09-27. ციტირების თარიღი: 2007-10-06. (ესპანური)
- ↑ Statoids. (July 2003)Municipios of Cuba. ციტირების თარიღი: 2007-10-06.