კალიუმის ქლოროქრომატი
კალიუმის ქლოროქრომატი — არაორგანული ნაერთი, ქიმიური ფორმულით KCrO3Cl. [4] არის წყალში ხსნადი, ფორთოხლისფერი მყარი ნივთიერება, რომელსაც ორგანული ნაერთების დასაჟანგად იყენებენ.
კალიუმის ქლოროქრომატი | |
ზოგადი | |
---|---|
სისტემური სახელწოდება | კალიუმის ქლოროქრომატი |
ტრადიციული სახელწოდება | კალიუმის ქლოროქრომატი კალიუმის ტრიოქსოქლოროქრომატი[1][2][3] |
ქიმიური ფორმულა | KCrO3Cl |
მოლური მასა | 174,5472 გ/მოლი |
ფიზიკური თვისებები | |
მდგომარეობა (სტ. პირ.) | ფორთოხლისფერი მყარი ნივთიერება |
სიმკვრივე | 2.5228 გ/სმ³ |
სინთეზი
რედაქტირებამისი სინთეზი შესაძლებელია კალიუმის დიქრომატისა და მარილმჟავას ურთიერთქმედებით, თუმცა ასევე იღებენ ქრომილის ქლორიდისა და კალიუმის ქრომატის შემდეგი რეაქციით.[5]
- K2CrO4 + CrO2Cl2 → 2KCrO3Cl
რეაქციები
რედაქტირებაკონცენტრირებულ მარილმჟავასთან წარმოქმნის ქრომილის ქლორიდს. ციკლური ეთერთან კი ლიპოფილურ მარილს.[6] კალიუმის ქლოროქრომატს შეუძლია დაჟანგოს ბენზილის სპირტი,[7] თუმცა ამ რეაქციისას უფრო ხშირად პირიდინიუმის ქლოროქრომატს იყენებენ.
უსაფრთხოება
რედაქტირებანივთიერება მომწამლავია. შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა ან თირკმლის დაზიანება. აგრეთვე აზიანებს კანს. იწვევს მის გაღიზიანებას ან დამწვრობას. შესაძლოა განვითარდეს ალერგიული ფონი. საშიშია მისი ფხვნილის შესუნთქვა.[8]
სქოლიო
რედაქტირება- ↑ Synonyms Of Chemicals დაარქივებული 2007-08-27 საიტზე Wayback Machine. . Csudh.edu (2003-09-16). Retrieved on 2011-06-01.
- ↑ Merck & Co (1930). Merck's index: an encyclopedia for the chemist, pharmacist and physician. Merck & Co.. ციტირების თარიღი: 1 June 2011.
- ↑ (1966) The Condensed chemical dictionary. Reinhold. ციტირების თარიღი: 1 June 2011.
- ↑ Norm Stanley Colorful Chromium Compounds, 23 August 2002
- ↑ Harry H. Sisler; Louis E. Marchi (1946). „Potassium Monochlorochromate“. Inorg. Synth. 2: 208–210. doi:10.1002/9780470132333.ch64.
- ↑ Kotlyar, Sergei A.; Zubatyuk, Roman I.; Shishkin, Oleg V.; Chuprin, Gennady N.; Kiriyak, Andrey V.; Kamalov, Gerbert L. (2005). „(18-Crown-6)potassium chlorochromate“. Acta Crystallographica E. 61 (2): m293–m295. doi:10.1107/S1600536805000085.
- ↑ Özgün, B.; Pek, A. (1991). „Kinetics and mechanism of the oxidation of benzyl alcohol by potassium chlorochromate“. Reaction Kinetics & Catalysis Letters. 43 (2): 589–594. doi:10.1007/BF02064733.
- ↑ (1 September 1991) Overexposure: health hazards in photography. Allworth Communications, Inc., გვ. 122–. ISBN 978-0-9607118-6-4. ციტირების თარიღი: 1 June 2011.