კალიოპე
კალიოპე (ბერძ. Καλλιόπη „მშვენიერ ხმოსანი“) — ეპიკური პოეზიის მუზა ძველ ბერძნულ მითოლოგიაში.[1] დიოდოროს სიცილიელის ეტიმოლოგიის მიხედვით, სახელი მიიღო მშვენიერი სიტყვის შეძახებით (კალენ ოპა).[2]
ზევსისა და მნემოსინეს უფროსი ქალიშვილი (ერთ-ერთი 9 მუზათაგანი). ორფეოსისა და ლინოსის დედა აპოლონისაგან (ან ეაგრასაგან)[3]. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით რესის დედა. ზოგჯერ მოხსენიებულია როგორც კორიბანტების დედა.
შენიშვნები
რედაქტირებავიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: