სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ კალიმა (მრავალმნიშვნელოვანი).

კალიმა (ლათ. Kallima) — პეპლების გვარი ნიმფალიდისებრთა ოჯახისა. მათი ფრთების შლილი 6-8 სმ აღწევს. ტოტზე მჯდომი ფრთებაკეცილი პეპელა ფორმითა და შეფერვით გამხმარ ფოთოლს ჰგავს (მიმიკრიის კლასიკური მაგალითი). ფრთების ზედა მხარე კაშკაშა ფერებითაა მოხატული. გვარში რამდენიმე სახეობაა. გავრცელებულია ტროპიკულ აზიაში.

კალიმა

დედალი Kallima paralekta ქვედა მხრიდან
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ნიმფალიდისებრნი
გვარი:  კალიმა
ლათინური სახელი
Kallima (Doubleday, 1849)

ლიტერატურა

რედაქტირება