კალიზია, კალისია (ლათ. Callisia) — მცენარეთა გვარი კომელინასებრთა ოჯახისა. ცნობილია 10-ზე მეტი სახეობა, რომლებიც გავრცელებული არიან ცენტრალურ ამერიკაში, სამხრეთ ამერიკის ტროპიკებში, ანტილის კუნძულებზე. მრავალწლოვანი ბალახებია მცოცავი, წამოწეული ან სწორმდგომი ღეროებით. ფოთლები მორიგეობითაა განლაგებული, ფორმით კვერცხისებრი ან ლანცეტა, მილისებრი ბუდეებით. ყვავილები პატარაა, შეკრებილია მჯდომარე წყვილ ხვეულებად ან საგველებად. მომთხოვნები არიან განათების, ჰაერის ტენიანობის, მორწყვის მიმართ. ბევრ ტროპიკულ ქვეყანაში კალიზიას სახეობებს ზრდიან ღია გრუნტზე, იყენებენ როგორც ნიადაგსაფარ მცენარეებს. ოთახის კულტურაში გავრცელებულია მცოცავი (C. repens), კოხტა (C. elegans), ტეუანტეპეკური კალიზიები (C. tehuanteресаnа), რომლებსაც იყენებენ ამპელურ მცენარეებად, აგრეთვე სურნელოვანი კალიზია, ანუ ოქროს ულვაში (C. fragrans), რომელსაც სამკურნალო თვისებები აქვს. კალიზიებს ამრავლებენ კალმით.[1]