კალე ფეოდოსიშვილი
კალე ფეოდოსიშვილი (ნამდვილი სახელი და გვარი: კალისტრატე ივანეს ძე ვეკუა; დ. 1905, ხობი, — გ. 30 მარტი, 1938, ქ. ვორკუტა, ახლანდ. კომის რესპუბლიკა, რუსეთის ფედერაცია) — ქართველი საბჭოთა პოეტი.
ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების იძულებითი დამყარების შემდეგ, 1920-იანი წლების დასაწყისში. მიეკუთვნებოდა „საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციას“. გამოირჩეოდა ბოლშევიკური რევოლუციის და საბჭოთა ხელისუფლების ფანატიკური ერთგულებით, თავს ესხმოდა ეროვნული პატრიოტიზმის გამოვლინებებს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს. მის თხზულებათა შორისაა ლექსი „ქალაქის ბაღში“, რომელიც ცნობილი გახდა სტრიქონით: „მე მამას მოვკლავ, დავახრჩობ დედას, რევოლიუციამ თუ კი მიბრძანა!“ (ჟურნალი „მერცხალი“, 1926, №4).[1] 1935 წელს „ტროცკისტული ორგანიზაციის“ წევრობის ბრალდებით საქართველოდან გაასახლეს. 1937 წელის დეკემბერში დააპატიმრეს კომის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე და 1938 წლის მარტში დახვრიტეს.[2]
ლიტერატურა
რედაქტირება- კვერენჩხილაძე რ. წამების გზა. წ. 1. – თბ., 1999. – გვ. 94.
- მიქაძე გ. ფსევდონიმების ლექსიკონი. – თბ., 1984. – გვ. 103, 118.
- მხატვრული ლიტერატურა ქართულ ბოლშევიკურ პრესაში. –თბ., 1979. – გვ. 281.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირება- კალე ფეოდოსიშვილი. ფსევდონიმების ლექსიკონი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
იხილეთ აგრეთვე
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტები: რეალიზმი, მოდერნიზმი პოსტმოდერნიზმი: რიდერი. ნემსაძე, ადა; შამილიშვილი, მანანა. თბილისი:: [გ.გ.], 2020. — გვ. 61.
- ↑ Векуа (Феодосишвили) Калистрат Иванович, Книга памяти Республики Коми. Том 8, ч. 2, 1999.