ფრიდონ ნაროუშვილი

ფრიდონ კონსტანტინეს ძე ნაროუშვილი (დ. 1904 — გ. 1937) — ქართველი საბჭოთა პოეტი, ბოლშევიკი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. ლიტერატურულ ასპარეზზე გამოვიდა საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების იძულებითი დამყარების შემდეგ, 1920-იანი წლების შუა ხანებში. მიეკუთვნებოდა „საქართველოს პროლეტარულ მწერალთა ასოციაციას“. მისი ლექსები და პოემები („ქალაქი ოფუცხოვოში“,[1] „ხოლტი ეწევა აგიტაციას“, „ორი მისამართი“, „ყოფა-ცხოვრება საბჭოთა სოფელში“, „პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია“[2] და სხვ.) გამოირჩეოდა ბოლშევიკური რევოლუციის და საბჭოთა ხელისუფლების ფანატიკური ერთგულებით („სოციალიზმის ყველა მავნებელი დიქტატურის ტყვიით იყოს დახვრეტილი!“ — პოემა „პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია“, 1931), თავს ესხმოდა ეროვნული პატრიოტიზმის გამოვლინებებს, ქართული ლიტერატურის კლასიკოსებს (განსაკუთრებით ილია ჭავჭავაძეს).[3] დახვრიტეს 1937 წლის რეპრესიების დროს.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  • ფ. ნაროუ. ფსევდონიმების ლექსიკონი (საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა).
  • НАРОУШВИЛИ Придон. Литературная энциклопедия. — В 11 т.; М.: издательство Коммунистической академии, Советская энциклопедия, Художественная литература. Под редакцией В. М. Фриче, А. В. Луначарского. 1929—1939.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება
  1. ფრიდონ ნაროუშვილი, „პოემები“, 1930.
  2. ფრ. ნაროუშვილი, „პოლიტიკური პოეტის დეკლარაცია“, 1931.
  3. კულტურული მიმდინარეობები და მედიატექსტები: რეალიზმი, მოდერნიზმი პოსტმოდერნიზმი: რიდერი. ნემსაძე, ადა; შამილიშვილი, მანანა. თბილისი:: [გ.გ.], 2020. — გვ. 100.