კალაურის მთავარანგელოზთა ეკლესია

კალაურის მთავარანგელოზთა ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კალაურის სამხრეთ-დასავლეთით 2 კილომეტრზე, ბალვენასხევის მარჯვენა ნაპირზე, ტყეში. განეკუთვნება შუა საუკუნეებს.

ეკლესია დარბაზულია ნაგებია რიყის მსხვილი ქვითა და ნატეხი ქვით. წყობა ირეგულარულია. თითქმის მთლიანადაა დანგრეული. შემორჩენილია საკურთხევლის ნაწილი და დასავლეთ კედელი, დანარჩენი კედლების მხოლოდ კვალიღაა შემორჩენილი. ეკლესიას შესასვლელი დასავლეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია, რომელიც შუაში განგრეულია. აფსიდის ორივე გვერდში თითო პატარა ოთხკუთხა ნიშაა. შემორჩენილია კონქის თაღის მხოლოდ ჩრდილოეთ ქუსლი. ეკლესიას რიყის ქვით ნაგები სწორკუთხა მოხაზულობის გალავანი აქვს შემოვლებული, რომლის მცირე ნაწილებიღაა შემორჩენილი.

ლიტერატურა

რედაქტირება