ეთერ კაკაბაძე
ეთერ კაკაბაძე (დ. 17 ოქტომბერი, 1926, თბილისი) — ქართველი მოქანდაკე.
ეთერ კაკაბაძე | |
---|---|
დაიბადა | 17 ოქტომბერი, 1926[1] |
დაბადების ადგილი | თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
სფერო | სკულპტურა |
ცნობილი ნამუშევრები |
|
ჯილდოები |
|
ეთერ კაკაბაძემ დაამთავრა სამხატვრო აკადემია 1950 წელს. იყო რეპინის სახელობის სტიპენდიატი. პედაგოგები: იაკობ ნიკოლაძე, სოსო ცაბაშვილი, სერგო ქობულაძე. ცნობილი ნამუშევრებია „ჯაფარიძის პორტრეტი“ (მარმარილო, 1953), „ბიჭის პოტრეტი“ (მარმარილო, 1953), „ნანა“ (ტერაკოტა, 1956), „დემობილიზებული“ (თაბაშირი, 1956). არის მსოფლიო ახალგაზრდობის ფესტივალის ლაურეატი. დამსახურებული მხატვარი, პროფესორი. ღირსების ორდენოსანი. ორგზის მოწვევის საქალაქო საბჭოს დეპუტატი. ხატვის კათედრის გამგე, მოადგილე, ფონდის ხელმძღვანელი. საგამოცდო კომისიის წევრი, რეცენზენტი, მისი ნამუშევრები ინახება კერძო კოლექციებში, მოსკოვის აღმოსავლეთ ქვეყნების მუზეუმში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ძეგლები საქართველოსა და რუსეთში.
ლიტერატურა
რედაქტირება- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 322.
რესურსები ინტერნეტში
რედაქტირებასქოლიო
რედაქტირება- ↑ კაკაბაძე ეთერ - (დაიბადა 1926 წელს). უნივერსალური ენციკლოპედიური ლექსიკონი. ციტირების თარიღი: 10 მაისი, 2018.