კაიო-კოკო (ესპ. Cayo Coco) — კუნძული ცენტრალურ კუბაში. მდებარეობს სიეგო-დე-ავილის პროვინციაში. შედის ხარდინეს-დელ-რეის არქიპელაგის შემადგენლობაში. კუნძულს მართავს მორონის მუნიციპალიტეტი. კოლონიურ პერიოდში წარმოადგენდა მეკობრეებისაგან თავშესაფარ ადგილს. 1995 წლამდე იყო მეთევზეთა დასახლება. აქვე მოიპოვებდნენ ნახშირს. კაიო-კოკო ხელოვნური 27 კილომეტრიანი გზით დაკავშირებულია კონტინენტთან. გზის მშენებლობამ გამოიწვია მიქცევისა და მოქცევის წყლის რეჟიმის დარღვევა და წყლის ორგანიზმების ციკლის მოშლა. თუმცა ყველაფრის მიუხედავად, აქ მაინც არის შესაძლებელი გარეული ფლამინგოების ნახვა, რომლებიც მცირეწყლიან აკვატორიებში ცხოვრობენ. დინების აღდგენის მიზნით შემდგომ წლებში წყლისთვის შექმნეს მრავალი ნაპრალი. პლაჟი კეთილმოწყობილა, უხვადაა მარჯნის რიფები. კაიო-კოკო აგრეთვე დაკავშირებულია ახლო მდებარე კუნძულებთან: კაიო-გილერმოსთან (დასავლეთით) და კაიო-რომანოსთან (აღმოსავლეთით). კუნძულზე გვხვდება ჭაობები და მასიური ტყეები.

კაიო-კოკო
გეოგრაფია
მდებარეობა კარიბის ზღვა
კოორდინატები 22°30′53″ ჩ. გ. 78°30′41″ დ. გ. / 22.51472° ჩ. გ. 78.51139° დ. გ. / 22.51472; -78.51139
ფართობი 370 კმ²

კაიო-კოკოს ფართობია 370 კმ².[1] სახელწოდება უკავშირდება თეთრ იბისს, რომლის ადგილობრივი სახელია კოკო ჩიტი.[2] განვითარებულია სპორტულ-რეკრეაციული დაივინგი. კუნძულზე არის საერთაშორისო მნიშვნელობის ხარდინეს-დელ-რეის აეროპორტი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
 
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
  1. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-12. ციტირების თარიღი: 2011-12-10.
  2. Cuba. Department of Tourism. Cayo Coco. ციტირების თარიღი: 2008-03-28.