კაიკარა-დელ-ორინოკო

კაიკარა-დელ-ორინოკო (ესპ. Caicara del Orinoco) — ქალაქი ვენესუელაში, ბოლივარის შტატში, სედანიოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. დაარსდა XVIII საუკუნის შუა ხანებში.

კაიკარის სიახლოვეს აღმოჩენილი ერთ-ერთი პეტროგლიფი

ამჟამად, ვენესუელის მთავრობა ქალაქში ხიდს აშენებს, მდინარე ორინოკოზე. დასრულებისას, მისი სიგრძე 2,4 კმ იქნება.

მდინარე კაიკარის მახლობლად, ალექსანდერ ჰუმბოლდტმა აღმოაჩინა გრანიტისა და გნაისზე ამოკვეთილი პეტროგლიფები. შემდგომმა გამოკვლევებმა, ამ არეალში კიდევ მრავალი პრეისტორიული პეტროგლიფის არსებობა დაადასტურა.[1]

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. Bendrat, T. A. (1912) "Discovery of Some New Petroglyphs near Caicara on the Orinoco" American Journal of Archaeology 16(4): გვ. 518-523, გვ. 518-519