კაზლუ-რუდა (ლიეტუვ. Kazlų Rūda, 1917 წლამდე ოფიციალური სახელწოდება კოზლოვა რუდა) — ქალაქი მარიამპოლის მაზრაში; ლიეტუვა. კაზლუ-რუდის თვითმმართველობის (ლიეტუვ. Kazlų Rūdos savivaldybė) და კაზლუ რუდის სამამასახლისოს (ლიეტუვ. Kazlų Rūdos seniūnija) ადმინისტრაციული ცენტრი.

ქალაქი
კაზლუ-რუდა
ლიეტ. Kazlų Rūda
გერბი

ქვეყანა ლიეტუვის დროშა ლიეტუვა
მაზრა მარიამპოლი
კოორდინატები 54°45′00″ ჩ. გ. 23°30′00″ ა. გ. / 54.75000° ჩ. გ. 23.50000° ა. გ. / 54.75000; 23.50000
დაარსდა 1744
პირველი ხსენება 1744
ცენტრის სიმაღლე 95 მეტრი
მოსახლეობა 6814 კაცი (2010)
სასაათო სარტყელი UTC+2
ოფიციალური საიტი http://www.kazluruda.lt/
კაზლუ-რუდა — ლიეტუვა
კაზლუ-რუდა

დახასიათება

რედაქტირება

მდებარეობს კაუნასიდან 36 კმ-ში სამხრეთ-დასავლეთით, ალიტუსიდან რკინიგზით 102 კმ-ში. ქალაქშია რკინიგზა კაუნას-ჩერნიახოვსკის ხაზზე. სარემონტო-მექანიკური ქარხანა, ხე-ტყის გადამამუშავებელი კომბინატები.

1991 წელს კაზლუ რუდაში 7,9 ათასი ადამიანი ცხოვრობდა, 2005 წელს 7,330.

ქალაქის სახელწოდების პირველი ნაწილი წარმოშობით აზნაური მეწარმის კაზლასის გვარს უკავშირდება, რომელიც აქ XVI-XVII სს დასახლებულა. მეზობელ ჭაობიან ტყეებში რკინის მადნის აღმოჩენის შემდეგ მადნეულის საბადოები გაჩნდა, რაც სახელწოდების მეორე ნაწილს ეხმიანება: მადანი — Rūda.

დამტკიცებულია 1996 წელს.

წერილობით წყაროებში პირველად 1744 წელს იხსენიება როგორც სოფელი. თავდაპირველად ვითარდებოდა როგორც რკინის მომპოვებელი, გადამდნობი და გადამამუშავებელი ცენტრი. რკინიგზის გაყვანის შემდეგ 1861-1862 სოფელი გაიზარდა. 1931 წლიდან კაზლუ რუდის თემის ცენტრია. 1950 წლიდან ქალაქი ლიტვის სსრ-ში. 1950-1962 წწ. რაიონული ცენტრი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება