კაზანტიპის კონცხი

ყაზანტიპის კონცხი, ყაზანტიპის კონცხი (უკრ. Казантип; ყირიმ. Qazan Tip) — კონცხი აზოვის ზღვის სანაპიროზე, ყირიმის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ღრმად იჭრება ზღვაში. ქვაბის ფორმა აქვს, რომლის დიამეტრია 3-4 კმ. სიმაღლე 106 მ. კაზანტიპის კონცხი არის ყირიმის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთი დაბოლოება, რომელიც ყოფს კაზანტიპისა და არაბატის ყურეებს. თითქმის მთლიანადაა დაფარული სტეპით, რომელიც ზღვისკენ ეშვება კირქვული კლდეებით. არის კაზანტიპის შუქურა. სიახლოვეს მდებარეობს ქალაქი შელკინო. კონცხის ფარგლებშია კაზანტიპის ბუნების ნაკრძალი, რომელიც 1998 წელს დაარსდა. სახელწოდებას აქვს თურქული წარმოშობა, ყირიმულ-თათრული ენიდან „qazan tip“ ითარგმნება როგორც „ქვაბის ფსკერი“. 1995-1999 წლებში კაზანტიპის კონცხის რაიონში გაიმართა ელექტონული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი „რესპუბლიკა კაზანტიპი“.

კაზანტიპის კონცხი

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება