კავკასიური ონოსმა
კავკასიური ონოსმა (ლათ. Onosma caucasica) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ლაშქარასებრთა ოჯახისა. აქვს მარტივი, ნაკლებად დატოტვილი, სწორი ან აღმავალი ღერო, რომელიც საკმაოდ სქლად არის მოფენილი მოკლე ბუსუსებითა და გაფარჩხული, ჯაგარივით ბეწვით. ფოთლები მოგრძო-ნიჩბისებური ფორმისაა, დაფარულია ნახევრად მიტკეცილი, ჯაგარივით ბეწვით. გვირგვინი მკრთალი ყვითელი ფერისაა ან მოთეთრო, წვრილბუსუსიანი. ყვავის მაისში, ნაყოფმსხმოიარობს აგვისტოში.[1]
კავკასიური ონოსმა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Onosma caucasica E.G.Levin, 1953 | |||||||||||||||
|
გავრცელებულია სამხრეთ კავკასიასა და მცირე აზიაში. გვხვდება მთელ საქართველოში. იზრდება მთის შუა და ზედა სარტყლების ქვიან ფერდობებზე, ნაშალებზე, კლდეებზე.[1]
ქვესახეობები
რედაქტირებამოიცავს 2 ქვესახეობას:[2]
- Onosma caucasica subsp. caucasica
- Onosma caucasica subsp. oligotricha T.N.Popova
სქოლიო
რედაქტირება- ↑ 1.0 1.1 სუხიტაშვილი კახაბერ, საქართველოს ყვავილოვანი მცენარეები, თბ.: კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელი, 2018. — გვ. 112.
- ↑ Onosma caucasica Levin | Kew Science. Plants of the World Online. ციტირების თარიღი: 6 დეკემბერი, 2021