კავკასიური თაგვანა
კავკასიური თაგვანა (ლათ. Sicista caucasica) — ძუძუმწოვარი თაგვანასებრთა ოჯახისა. ძალიან მცირე ზომის მღრღნელია. სხეულის სიგრძე 70 მმ-ს აღწევს; კუდი სხეულზე გრძელია, მისი სიგრძე 115 მმ-მდეა. ყურის სიგრძე — 12 მმ, ტერფისა — 18 მმ-მდე. მკვეთრად განსხვავდება მის გვარში შემავალი დანარჩენი სახეობებისაგან იმით, რომ მისი ზურგის შეფერილობა ერთგვაროვანია — ჩალისფერ-მურადან ყავისფერ-ჟანგისფერამდე; ამასთან, ზურგზე მუქი ზოლი არ აქვს. გავრცელებულია კავკასიაში, საქართველოში გვხვდება კავკასიონის დასავლეთ ნაწილში და მცირე კავკასიონზე. ბინადრობს მთების შუა და ზედა ზოლში. მცირერიცხოვანი სახეობაა.[1] შეტანილია საქართველოს „წითელ ნუსხაში“.[2]
კავკასიური თაგვანა | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Sicista caucasica (Vinogradov, 1925) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
საფრთხესთან ახლოს მყოფი IUCN 3.1 Near Threatened : 20186 | |||||||||||||||
|
სქოლიო
რედაქტირება- ↑ ყურაშვილი ბ., კოხია ს., არაბული ა. და სხვ., საქართველოს ძუძუმწოვრები, თბ.: „მეცნიერება“, 1981. — გვ. 19.
- ↑ საქართველოს „წითელი ნუსხის“ დამტკიცების შესახებ. საქართველოს საკანონმდებლო მაცნე. matsne.gov.ge (20 თებერვალი, 2014). ციტირების თარიღი: 12 მაისი, 2022