კავკასიის სასწავლო ოლქი

კავკასიის სასწავლო ოლქი1846 წელს დაარსებული სამხედრო ოლქი, სათავეში ედგა მზრუნველი. კავკასიის სასწავლო ოლქი პირველად შედგებოდა 4 გუბერნიისაგან: თბილისის, ქუთაისის, სტავროპოლისა და შავისღვისპირეთის. 1860 წელს მეფისნაცვალმა ბარიატინსკიმ კავკასიის სასწავლო ოლქი გააუქმა და სკოლების მმართველობა გუბერნიებს გადასცა. ეს ღონისძიება მიზანშეწონილი არ გამოდგა და 1864 წელს დააარსეს კავკასიის სასწავლო დაწესებულებების ინსპექცია, ხოლო 1868 წელს აღადგინეს კავკასიის სასწავლო ოლქი და 6 გუბერნია დააწესეს: თბილისის, ქუთაისის, ბაქოს, ერევნის, სტავროპოლის და ყუბანის, ელიზავეტოპოლის (განჯის) გუბერნიის სკოლები ემორჩილებოდა თბილისის სასწავლებელთა მმართველობას. 1872 წელს კავკასიის სასწავლებელთა მართვის ახალი დებულებით, კავკასიის სასწავლო ოლქის კონტროლს დაექვემდებარა არა მარტო ოფიციალური, არამედ საზოგადოებრივი და კერძო სკოლებიც. შეიქმნა სამზრუნველო საბჭო, დაწესდა 2 ინსპექტორის შტატი, დამატებით შეიქმნა ელიზავეტოპოლის გუბერნიის სკოლების დირექცია. ადგილობრივი სასწავლო სისტემა მთლიანად გაუთანაბრდა რუსეთის იმპერიაში მოქმედ სისტემას. ყველა სასწავლო ოლქი, მათ შორის კავკასიის სასწავლო ოლქი, გაუქმდა 1918 წელს.

ლიტერატურა

რედაქტირება
  • პაპავა ნ., ქსე, ტ. 5, გვ. 309, თბ., 1980