კაგალნიკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია

კაგალნიკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია (რუს. Церковь Покрова Пресвятой Богородицы) — მართლმადიდებლური ეკლესია აზოვის რაიონის სოფელ კაგალნიკში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია[1]. ამჟამად აღნიშნული ტერიტორია მიეკუთვნება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მოსკოვის საპატრიარქოს როსტოვისა და ნოვოჩერკასკის ეპარქიას.

კაგალნიკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
კაგალნიკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია — რუსეთი
კაგალნიკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია
ძირითადი ინფორმაცია
რელიგიური კუთვნილება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია
ქვეყანა დროშა: რუსეთი რუსეთი
პროვინცია როსტოვის ოლქი
მუნიციპალიტეტი აზოვის რაიონი
ადგილმდებარეობა კაგალნიკი
ფუნქციური სტატუსი მოქმედი
საიტი rostov-92.cerkov.ru


დეტალები
მასალა ქვა
გარე სურათები
ეკლესია
კანკელი

ეკლესიის მისამართი: რუსეთი, როსტოვის ოლქი, აზოვის რაიონი, სოფელი კაგალნიკი, თავისუფლების ქუჩა № 13[2].

ფეოდოსია მაკარევსკის ნაშრომის „მასალები ეკატერინოსლავის ეპარქიის ისტორიულ-სტატისტიკური აღწერისათვის: XVIII საუკუნის ეკლესიები და მრევლი“ მიხედვით კაგალნიკის ღვთისმშობლის კვართის ეკლესია პირველად მოიხსენიება 1750 წლის დოკუმენტებში[3] .

1781 წლის ოქტომბერში მღვდელ კირილ ოსტროლუცკის ინიციატივით, კაგალნიკის მოსახლეობამ დაიწყო ზრუნვა საკუთარ სოფელში მუდმივი ეკლესიის მშენებლობისათვის, ამის შესახებ წერილობითი შუამდგომლობა 1782 წლის 3 მაისს გაეგზავნა სლავენსკისა და ხერსონის მთავარეპისკოპოს ნიკიფორეს. ამავე წლის 19 მაისს სლავენსკაის სასულიერო კონსისტერია დაეთანხმა კაგალნიკში ღვთისმშობლის კვართის სახელობის ეკლესიის მშენებლობას, რის შესახებაც გამოსცა სიგელი, რომელსაც ხელს აწერდა სლავიანსკისა და ხერსონის მთავარეპისკოპოსი. 1782 წლის 12 ივლისს შედგა კაგალნიკის ეკლესიის საფუძვლის ჩაყრა. მშენებლობის ადგილი აკურთხა როსტოველმა მღვდელმსახურმა იოანე ანდრეევმა. ეკლესია ააშენეს ხისგან და მისი მშენებლობა დასრულდა 1782 წლის 24 ნოემბერს. ოდიკი შეიძინეს 1783 წლის 16 იანვარს, ხოლო ამავე წლის 16 თებერვალს ეკლესია აკურთხა იოანე ანდრეევმა[3].

პირველი ღვთისმშობლის კვართის ხის ეკლესია არსებობდა მცირე ხნის მანძილზე და 1789 წლის მაისში დაიწვა. ამიტომ კაგალნიკის მოსახლეობამ ითხოვა პატარა სამლოცველოს აგება სოფელში, რაზეც 1789 წლის 30 ივნისს მიიღეს თანხმობა და ამავე წელს დაიწყეს სამლოცველოს მშენებლობა. 1790 წელს კაგალნიკის მოსახლეობამ წარადგინა შუამდგომლობა მეორე ხის ეკლესიის მშენებლობისათვის, რომლის მშენებლობაც დაიწყო 1790 წლის 31 მაისს. მისი მშენებლობის დაფინანსება საკუთარ თავზე აიღო მეორე გილდიის ვაჭარმა და დონის როსტოვის ბურგომისტრმა ივანე ტიმოთეს ძე ნაზაროვმა[3]. ამავე წლის ივლისში ეკლესია ააგეს, ხოლო 2 სექტემბერს ეკატერინოსლავის მთავარეპისკოპოსმა ამბროსიმ აკურთხა ახალი ეკლესია.

ახალი ეკლესია არსებობდა 1842 წლამდე. ამ დროისთვის ააგეს ახალი ქვის ეკლესია. ღვთისმშობლის საფარველის ეკლესია იყო სამსაკურთხევლიანი. მეორე საკურთხეველი აკურთხეს მირონ-ლუკიის მთავარეპისკოპოსის ნიკოლოზ საკვირველთმოქმედის სახელზე. მესამე საკურთხეველი კი - ტიხონ ზადონელის სახელზე[4].

ეკლესია გადაურჩა ოქტომბრის რევოლუციასა და სამოქალაქო ომს, თუმცა ვერ გადაურჩა 1930-იანი წლების რეპრესიებს და 1938 წელს დახურეს. ეკლესიაში ღვთისმსახურება აღსდგა აზოვის რაიონის გერმანული ოკუპაციის დროს 1942 წლის ნოემბრიდან. იმის გამო, რომ ამ პერიოდისათვის ეკლესიის შენობა დანგრეული იყო, ღვთისმსახურება მიმდინარეობდა ეკლესიის ყოფილი საყარაულოს ორსართულიან შენობაში, რომელიც 1944 წელს დაარეგისტრირეს, როგორც სამლოცველო სახლი. რეკონსტრუქციის შემდეგ სამლოცველო სახლს მიაშენეს ჩრდილოეთისა და სამხრეთის ნავები. ამ სახით სამლოცველო სახლი შემონახული იყო 2004 წლამდე. 2004 წელს ააშენეს სამრეკლო, დააყენეს ჯვარი და გუმბათი, ჩამოასხეს ახალი ზარები ვორონეჟში[3] .

ეკლესიის კეთილმოწყობა გრძელდება დღევანდელ დღემდე. მისი წინამძღვარია ნიკოლოზ ნიკოლოზის ძე ჩაპკი.

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება