არაბები

(გადამისამართდა გვერდიდან იშმაელიტები)

არაბებიარაბულენოვანი ხალხების (ალჟირელების, ეგვიპტელების, მაროკოელების და სხვა.) მეტაერთობა, დასავლეთ აზიისა და ჩრდილოეთ აფრიკის არაბული ქვეყნების ძირითადი მოსახლენი.

არაბები
العرب
ალ-არაბ

არაბები
ფილიპე არაბიიოანე დამასკოელიალ-ქინდიალ-ხანსა

ფაისალ Iგამალ აბდელ ნასერიასმაჰანიმაი ზიადე
საერთო მოსახლეობა
დაახ. 450 მილიონამდე
რეგიონები მნიშვნელოვანი მოსახლეობით
არაბული ქვეყნები 430 421 824
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი 3 000 000[1]
არგენტინის დროშა არგენტინა 1 300 000-3 300 000[2][3]
აშშ-ის დროშა აშშ 2 466 874[4]
ირანის დროშა ირანი 700 000-2 000 000[5]
ისრაელის დროშა ისრაელი 1 500 000
მექსიკის დროშა მექსიკა 1 100 000[6]
ესპანეთის დროშა ესპანეთი 800 000[7]
თურქეთის დროშა თურქეთი 500 000[8]
ბრაზილიის დროშა ბრაზილია 164 000[9]
ენები არაბული ენა
რელიგიები ისლამი, არიან ქრისტიანები (ძირითადად მართლმადიდებლები)

ბედუინი და მიწათმოქმედი არაბები

რედაქტირება

ახ.წ. პირველ საუკუნეებში მომთაბარე არაბები ახალი საძოვრების ძებნაში ბევრს მოძრაობდნენ, გადაადგილდებოდნენ. ბედუინები ზაფხულის თვეებს უდაბნოში არსებულ ოაზისებში, ჭებთან და წყაროებთან ატარებდნენ, წლის დანარჩენ დროს კი უდაბნოში ხეტიალობდნენ. მათ საცხოვრებელს თხის მატყლისგან მოქსოვილი კარავი წარმოადგენდა.

არაბთა ერთმა ნაწილმა ვაჭრობას მიჰყო ხელი. მეწამული ზღვის სანაპიროზე არაბებმა მნიშვნელოვანი სავაჭრო ქალაქები – მექა და იასრიბი დააფუძნეს. არაბმა ვაჭრებმა კავშირები დაამყარეს ახლო აღმოსავლეთის ბევრ ქალაქთან. ისინი გამდიდრდენნ და თანამემამულე ბედუინების დამორჩილებაც შეძლეს. ისინი ღარიბ ბედუინებს ფულს ასესხებდენენ და შემდეგ ვალის კაბალაში აქცევდნენ. მდიდარი ვაჭრების წინააღმდეგ მოქმედება დაიწყო მუჰამედმა. მან მიიმხრო ბედუინები და საფუძველი ჩაუყარა არაბული ტომების გაერთინებას. ამ გაეთიანებაში მთავარი როლი შეასრულა ერთი ალაჰის რწმენამ.

მუჰამედის გარდაცვალებისთანავე დაარსდა არაბთა სახელმწიფო, რომლის სათავეში იდგა ხალიფა („ხალიფა რასალიაჰ“ ნიშნავს მოციქულის მოადგილეს). ამის მიხედვით არაბთა სახელმწიფოს ეწოდა სახალიფო. უკვე პირველმა ხალიფებმა დაიწყეს დაპყრობითი ომები. მათ გაანადგურეს სასანიანთა ირანის სახელმწიფო, დაიპყრეს ბიზანტიის აღმოსავლური პროვინციები და VIII საუკუნის 40–იან წლებში შეიჭრნენ სამხრეთ კავკასიაში. ხალიფებმა სახელმწიფოში დაამკვიდრეს ირანული საგადასახადო სისტემა.

  1. France. Worldstatesmen.org. Retrieved on 2011-01-03.
  2. Argentina. Worldstatesmen.org. Retrieved on 2011-01-03.
  3. CIA – The World Factbook. Cia.gov. Retrieved on 2011-01-03.
  4. Selected Social Characteristics in the United States: 2006
  5. Iran, CIA factbook (1% Arabic-speakers and 3% ethnic Arabs)
  6. WorldStatesmen.org – Mexico
  7. 5,598,691 foreign population in Spain (2009), Spanish National Statitistic Institute press report, INE (Spain). June 3, 2009. (Spanish)
  8. toplumsal yapı araştırması 2006: Bu düzenlemeyle ortaya çıkan tabloda Türkiye’de yetişkinlerin (18 yaş ve üstündekilerin) etnik kimliklerin dağılımı ... % 0,7 Arap ... şeklindedir.
  9. Instituto Brasileiro de Geografia e Estatística