იფხრევლის ციხე
იფხრევლის ციხე — ციხესიმაგრე თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე. მდებარეობს სოფელ იფხრევლში. იგი ისტორიული შავშეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრეა. მას „თამარის ციხეს“ უწოდებენ.
შესწავლის ისტორია
რედაქტირებაიფხრევლის ციხეზე, „ტაო-კლარჯეთის ქართული ციხესიმაგრეების“ რიგით მესამე ექსპედიციის წევრებმა მოიპოვეს ინფორმაცია, დააფიქსირეს მისი პერიმეტრი, გადაუღეს ფოტოები, აიღეს ზომები, შეადგინეს გეგმები, გააკეთეს ჩანახატები და სხვა.
ისტორიული გეოგრაფია
რედაქტირებაიფხრევლის ციხე, იგივე თამარის ციხე, ისტორიული შავშეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და იმერხევის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ციხესიმაგრეა. იფხრევლში მდებარე ციხე მდინარე იმერხევისწყლის ზემო დინების მარცხენა სანაპიროსთან არის გაშენებული. იგი კლდოვანი ბორცვიდან ხეობის ჩრდილოეთ ნაწილს დაჰყურებს თავზე. ციხე მდინარე იმერხევისწყლის ჩრდილოეთ მონაკვეთს აკონტროლებდა. ციხესიმაგრე ფეოდალურ ციხეთა კატეგორიას განეკუთვნება, რომლის მეშვეობითაც ადგილობრივი აზნაური სოფლის ირგვლივ არსებულ ინფრასტრუქტურას იცავდა და ციხეს გლეხების დაყმევების მიზნით იყენებდა. მასზე ერთადერთი მისასვლელი გზა სოფელ იფხრევლიდანაა, რომელიც სამხრეთით მდებარე მდინარე იმერხევისწყლის ჩაყოლებაზე შავშეთისწყლის გავლით შავშეთის ცენტრამდე, სათლეს ციხემდე, მიემართემა, ხოლო იქიდან საეპისკოპოსო ცენტრამდე, ტბეთში ადის.
ლიტერატურა
რედაქტირება- ტაო-კლარჯეთის ციხე-სიმაგრეები ტ. 2, თბ., 2020 ISBN 978-9941-9738-1-9