სათლეს ციხე
სათლე, სათლელი, შავშეთი — ციხე თურქეთში. მდებარეობს ართვინის პროვინციის შავშეთის რაიონის ქალაქ შავშეთში (ძვ.: სათლე/სათლელი); ზღვის დონიდან 900 მეტრზე. ნაგებია კირით. კომპლექსი მოიცავს ეკლესიასა და ძირითად კონსტრუქციას.
სათლე | |
---|---|
მდებარეობა | თურქეთი |
ფართობი | 0.080×0,070 კმ² |
მასალა | კირი |
მდებარეობს ქალაქის განაპირას, დასავლეთ მხარეს, მდინარეების შესართავთან. ციხე, თავისი მასშტაბით, შავშეთის რეგიონში გამორჩეული სიმაგრეა. თანამედროვე თურქულ წყაროებში ძირითადად შავშეთის ციხედ არის მოხსენიებული.
ლიტერატურა
რედაქტირება- კუდავა ბ., ტაო-კლარჯეთი: ისტორიისა და კულტურის ძეგლები, გვ. 311, თბ., 2017.