იუსუფ ლულე (დ. 10 აპრილი, 1912 — გ. 21 იანვარი, 1985, ლონდონი, გაერთიანებული სამეფო) — უგანდის სახელმწიფო მოღვაწე. უგანდის პრეზიდენტი 1979 წლის 13 აპრილიდან 20 ივნისამდე.

იუსუფ ლულე
უგანდის პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
13 აპრილი, 1979 – 20 ივნისი, 1979
წინამორბედიიდი ამინი
მემკვიდრეგოდფრი ბინაისა

დაბადებული10 აპრილი, 1912[1]
კამპალა, უგანდა
გარდაცვლილი21 იანვარი, 1985 (72 წლის)
ლონდონი, გაერთიანებული სამეფო

მაკერერეს უნივერსიტეტის პროფესორი და დირექტორი. 1978 წელს ტანზანიის ქალაქ მოშში სხვა დამფუძნებლებთან ერთად დააარსა ეროვნულ-განმათავისუფლებელი ფრონტი. იღებდა აქტიურ მონაწილეობას უგანდაშიტანზანიის ჯარების შეჭრისას, რომელმაც გამოიწვია იდი ამინის ხელისუფლების დაცემა.

1979 წელს ეროვნულმა საკონსულტაციო საბჭომ დანიშნა ქვეყნის პრეზიდენტად, მაგრამ უკვე ივნისის თვეში ტანზანიის პრეზიდენტის ჯულიუს ნიერერეს გავლენით, თანამდებობა დაუთმო გოდფრი ბინაისას.

1981 წლის თებერვალში ქვეყნის სამხრეთში დააარსა წინააღმდეგობის ეროვნული მოძრაობა, რომელმაც 1986 წელს ხელისუფლებაში მოიყვანა იოვერი მუსევენი. თავად იუსუფ ლულე გარდაიცვალა 1985 წელს ლონდონში გულის უკმარისობით.

იხილეთ აგრეთვე

რედაქტირება

რესურსები ინტერნეტში

რედაქტირება
  1. "Lule, K. Yusufu", Africa Who's Who, London: Africa Journal for Africa Books Ltd, 1981, p. 636.